საქართველოს საგარეო უწყება დიპლომატებს რეკომენდაცის აძლევს სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახები გაიყვანონ

საქართველო, თბილისი - 12:00 | 22.02.2022
ნანახია: 327

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ადგილზე რჩებიან.

ამასთან, სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ.

"უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ", – აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, 21 თებერვალს რუსეთმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი". ამავდროულად, პუტინმა თავდაცვის სამინისტროს, სეპარატისტულ რეგიონებში "მშვიდობის უზრუნველსაყოფად" ჯარების გაგზავნა უბრძანა". დასავლეთმა მკაცრად დაგმო პუტინის გადაწყვეტილება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე