პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 22.02.2022
ნანახია: 391

პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად უკრაინისა და საქართველოს დროშები გადმოიფინა.

"პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა.

საქართელო უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას!" - წერია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" აღიარა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე