მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რათა შეაჩეროს რუსეთი - შალვა პაპუაშვილი

საქართველო, თბილისი - 11:17 | 24.02.2022
ნანახია: 348

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რათა შეაჩეროს რუსეთი, - უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება.

პაპუაშვილის თქმით, საქართველო უკრაინელების გვერდითაა.

„სამწუხაროდ, უკრაინაში ომის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები, რათა შეაჩეროს რუსეთი, რომ ქმედებები სრულმასშტაბიან კონფლიქტში არ გადაიზარდოს და უზრუნველყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ ამ რთულ დროს უკრაინის გვერდით ვდგავართ“, – წერს პაპუაშვილი.

24 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე