ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 12:44 | 24.02.2022
ნანახია: 361

ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში.

„ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში. ჩვენ სოლიდარული ვართ უკრაინელი ხალხის მიმართ და მოვუწოდებთ სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ. დიდება უკრაინას“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

24 თებერვალს, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე