ირლანდიამ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმი შემოიღო

საქართველო, თბილისი - 21:48 | 25.02.2022
ნანახია: 416

ირლანდიის მთავრობამ მიიღო საგანგებო გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმების შესახებ.

ამის შესახებ ნათქვამია ირლანდიის საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში.

იუსტიციის მინისტრის ჰელენ მაკენტის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ირლანდიის პასუხია უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს და ჩვენს  პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, ამ რთულ დროს, ჩვენს როლს შევასრულებთ უკრაინის მხარდაჭერაში. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გავაუქმოთ სავიზო მოთხოვნები უკრაინის მოქალაქეებისთვის“, - განმარტა მინისტრმა.

გადაწყვეტილება მიღებულია გადაუდებელი პროცედურის ფარგლებში და დღეიდან შევა ძალაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე