ბრიტანეთმა პუტინსა და ლავროვს აქტივები გაუყინა

საქართველო, თბილისი - 23:56 | 25.02.2022
ნანახია: 381

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმეირ პუტინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, სანქცირებულ პირთა განახლებული სია ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ლონდონის სანქციები პუტინისა და ლავროვის გაერთიანებულ სამეფოში არსებული აქტივების გაყინვას ითვალისწინებს.

ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა პუტინისა და ლავროვის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე