საქართველო უკრაინასთან ერთად იზიარებს ამ გადამწყვეტ უძილო ღამეს - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 04:12 | 26.02.2022
ნანახია: 434

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინის მხარდამჭერ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

"საქართველო უკრაინასთან ერთად ამ გადამწყვეტ უძილო ღამეს იზიარებს. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებულია პრეზიდენტ ზელენსკის, მისი გუნდის, მისი ჯარისკაცებისა და მთელი მისი ერის სიმამაცისა და თავდადების მაგალითით. დიდება უკრაინას", - წერს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა თბილისში გამართული საპროტესტო აქციის ფოტოც გამოაქვეყნა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე