ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია

საქართველო, თბილისი - 15:44 | 26.02.2022
ნანახია: 415

საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

"პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვენერობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაერო-სა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას.

საუბრის ბოლოს კი პრეზიდენტმა მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე