გივი თარგამაძე: დაუცველი ხდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე
საქართველო, თბილისი - 12:40 | 29.09.2015 ნანახია: 2753
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გივი თარგამაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების შესახებ ისაუბრა.
„მინდა მოგაწოდოთ სექტემბერში მომხდარი კრიმინალური შემთხვევის რეალური სტატისტიკა. მხოლოდ ამ თვეში ჩვენ გვაქვს თბილისში, ბათუმსა და უკანა ფშავში 3 ორმაგი მკვლელობა; პოლიციელის მკვლელობა თელავში; ანაკლიაში პატრული გვამია ნაპოვნი; შუახევსა და ყვარელში გვაქვს ქალბატონების ორი ცალკეული შემთხვევა; ერთი მამაკაცის მკვლელობა ბათუმში; ერთი არასწრულწლოვნის მკვლელობა ფონიჭალაში; ასევე, ბანკების, კერძო ბინების ძარცვა და დიდი რაოდენობით თანხების გატაცება; მრავალჯერადი სროლები, რომელსაც პირების დაჭრა მოჰყვა. გუშინ იყო აპოგეა, როდესაც დღისით, ხალხის თანდასწრებით, აბაშიძეზე ორი ადამიანი დაჭრეს, მოგვიანებით ამავე ადგილას განმეორებით სროლა ისმოდა, ამის შემდეგ კი ავჭალაში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს.
ესაა კატასტროფული სურათი, მზარდი ტენდენცია, რომელსაც თავისი მიზეზები აქვს - აგვისტო-სექტემბერში, პროფესიონალი პოლიციელების სამსახურებიდან წასვლის მესამე ტალღა დაიწყო. ეს ადამიანები უბრალოდ ვერ ძლებენ ამ გარემოში, ისინი ვერ მუშაობენ იმ ახლადაღზევებულ ადამიანებთან, რომელთაც სამართალდამცავ ორგანოებთან საერთო არ აქვთ. ისინი ერთადერთი ნიშნით, ბიძინა ივანიშვილის პირადი ერთგულებისა და მასთან მსახურობისთვის იმ კარიერას ერთ დღეში იკეთებენ, რომელსაც პროფესიონალი სამართალდამცავები მთელი ცხოვრების მანძილზე გადიან.
ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება თუ ამას ყველა ადამიანი არ აღიარებს, უპასუხისმგებლო დაცვის გამო პრაქტიკულად დაუცველი ხდება ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, - განაცხადა გივი თარგამაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















