პუტინი არ არის მზად ომი გამოუცხადოს ნატო-ს, თუ ის უკრაინის ცას დახურავს, ისევე როგორც 2008 წელს არ იყო მზად, როდესაც საქართველოს ცაზე ამერიკული ვერტმფრენები გამოჩნდნენ - თინა ხიდაშელი
საქართველო, თბილისი - 20:36 | 15.03.2022 ნანახია: 685
იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ უკრაინის ცის დახურვის პირობებში, სუვერენული სახელმწიფოს მიერ მოწვეული შეიარაღებული ძალების საჰაერო აპარატები ჩამოაგდოს, ეს იქნება რუსეთის მიერ ნატო-სთვის ომის გამოცხადება და არა პირიქით, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა ტვ პირველის გადაცემა „დღის ამბებში“, განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი არ არის მზად ღია ომი გამოუცხადოს ნატო-ს სახელმწიფოებს, თუ ისინი უკრაინის ცის დახურვას გადაწყვეტენ.
„ერთმნიშვნელოვნად ნატო-მ უკრაინის ცა უნდა დაკეტოს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად არასწორია იმ ადამიანების მსჯელობა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს იქნება ნატო-ს მხრიდან მესამე მსოფლიო ომის დაწყება. იმიტომ რომ ნატო-ს აქვს უფლება და ვადებულებაც მისი ისტორიიდან გამომდინარე, როდესაც სუვერენული სახელმწიფო, რომელიც მის წვერობას ესწრაფვის, რომელთანაც სტარტეგიული პარტნიორობა აქვს, რომლის ნატოშიც გასაწევრიანებლადაც უამრავი ფულია დახარჯული, უამრავი მცდელობა, უამრავი ღონისძიებაა ერთობლივად განხორციელებული, რომ ამ სუვერენული სახელმწიფოს თხოვნა დააკმაყოფილოს, რათა რაც შეიძლება სწრაფად დასრლუდეს ომი. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გადაწყვეტს, რომ უკრაინის ცის დახურვის პირობებში, სუვერენული სახელმწიფოს მიერ მოწვეული შეიარაღებული ძალების საჰაერო აპარატები ჩამოაგდოს, ეს იქნება რუსეთის მიერ ნატო-სთვის ომის გამოცხადება და და არა პირიქით. არის კითხვა, რაც სულ არის ბოლო ამ ათწლეულის განმავლობაში და რაზეც, სამწუხაროდ, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანაში არასწორ პასუხს იძლევიან - არის კი მზად რუსეთი იმისთვის, რომ ღია ომი გამოუცხადოს ნატო-ს.
არიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯერათ, რომ რუსეთი ამ ომისთვის მზად არის. მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი ამ ომისთვის მზად არ არის. რუსეთი არ არის მზად, როგორ შეშლილიც არ უნდა იყოს ვლადიმირ პუტინი, რომ ღია ომის გამოუცხადოს ნატო-ს სახელმწიფოებს. ამიტომ მოლოდინი, რომ რუსეთი ნატო-ს თვითმფრინავებს ჩამოყრის არის აბსოლუტურად არასწორი, არასერიოზული. ზუსტად ამ ემოციაზე თამაშობს ვლადიმირ პუტინი თავისი ყოველი მოქმედებით და ყოველი გამოსვლით. დაშინება მისი მხრიდან, მუდმივი შანტაჟი დასავლეთის მიმართ სამწუხაროდ რამდენიმე ქვეყნის შემთხვევაში ჯერ კიდევ მუშაობს.
2008 წელი ყველას გვახსოვს ძალიან კარგად, ყველას გვახსოვს, როდის რომელ დღეს, რომელ საათზე გაჩერდა ჰაერიდან საქართველოს დაბომბვა - ზუსტად იმ მომენტში, როდესაც საქართველოს საზღვაო წყლებში შემოსული ამერიკული გემიდან აფრინდა ის ცნობილი ვერტმფრენები, რომლებზეც ქართველი ალტინფოელები ხუმრობენ ხოლმე, რომ "პამპერსები" ჩამოიტანესო. სინამდვილეში, როდესაც ქართულ ცაზე გამოჩნდა ამერიკული ვერტმფრენები, ეს იყო მომენტი, რომელმაც გააჩერა 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოში. ზუსტად ამიტომ აღარ გაგრძელდა წინსვლა თბილისზე. ამიტომ ზუსტად ისე, როგორც 2008 წელს არ იყო პუტინი მზად ამ გამოწვევისთვის, ზუსტად ასევე არ არის დღეს მზად ამისთვის. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც მისი {პუტინის} შანტაჟი მუშაობს რამდენიმე ქვეყანაზე", - განაცხადა ხიდაშელმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















