16 მარტის მონაცემებით, 24 თებერვლიდან საქართველოში რუსეთის 30 439 მოქალაქე შემოვიდა, რომელთაგან 17 801-მა ქვეყანა უკვე დატოვა - გომელაური
საქართველო, თბილისი - 18:39 | 17.03.2022 ნანახია: 546
16 მარტის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოში ჯამში რუსეთის 30 439 მოქალაქე შემოვიდა, რომელთაგან 17 801-მა ქვეყანა უკვე დატოვა. ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ პერიოდში შემოსული რუსეთის მოქალაქეებიდან ჯერჯერობით, დაახლოებით 12 ათასი ადამიანი რჩება საქართველოში.
"ომის დაწყებიდან, 24 თებერვლიდან შემოსულია რუსეთის 30 439 მოქალაქე, ეს არის გუშინდელი, ახალი მონაცემები. გავიდა 17 801 ადამიანი. იგივე დროს, იგივე პერიოდში 2019 წელს შემოსულია 64 008 ადამიანი და გასულია 63 097. ანუ, უფრო ნაკლებია გაჩერებული მაშინ, ვიდრე დღეს. დღეს დაახლოებით 12 ათასი ადამიანი არ გასულა, ვინც შემოვიდა. გუდაურში, ბაკურიანში, თბილისში არიან. ასევე არიან ბელარუსის მოქალაქეები. ბევრად მეტი მატებაა ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან. ომიდან გუშინდელ დღემდე შემოსულია 15 777, როცა ანალოგიურ დროს, 2019 წელს 1 678 კაცია შემოსული. თითქმის 10-ჯერ მეტია შემოსული ბელარუსის მოქალაქეები, რუსეთის მოქალაქეებისგან განსხვავებით. ასევე, ანალოგიურ დროში, 2019 წელს შემოსული იყო უკრაინის 9 200 მოქალაქე. ახლა არის უკრაინის 8 688 მოქალაქე. ანუ, უკრაინის მხრიდან დიდი შემოდინება არ გვაქვს. ყველაზე მეტი ზრდა არის ბელარუსის კუთხით და ასე ვთქვათ, ჯერ არ გასული 12 ათასი ადამიანი, რუსეთის მოქალაქეები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
პოლიტიკა
- იმედია, დავინახავთ საქართველოს ტრაექტორიის ცვლილებას, მათ გვკითხეს: „რა არის საჭირო, უკეთესი ურთიერთობისთვის?" ჩვენ ვუპასუხეთ და ვიმედოვნებთ, შევძლებთ არა მხოლოდ ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი ქცევის შეცვლას - მარკო რუბიო
- კვერცხის ფასთან ბრძოლაში გმირულად დაცემული პრემიერის ტყუილების კონა - გრიგოლ გეგელია ირაკლი კობახიძის ანგარიშზე
- აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული - ირაკლი კობახიძე
- EU-ის წერილი ალიანსს: საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი
მსოფლიო
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
- რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების საფუძველს იძლევა - რუმინეთის საგარეო უწყება
- რუსეთის აგრესიულმა ომმა კიდევ ერთი ზღვარი გადალახა, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ რუმინეთს, ვამზადებთ სანქციების 21-ე პაკეტს - ურსულა ფონ დერ ლაიენი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















