მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო - ნიკა გვარამია ალექსეი დანილოვის განცხადებას ეხმიანება
საქართველო, თბილისი - 12:11 | 27.03.2022 ნანახია: 930
დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა "დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი" მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა, - "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. დანილოვმა ტელეეთერში განაცხადა, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარება.
"დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა "დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი" მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც უკრაინულადაა ნათქვამი, არც სწორია და არც სამართლიანი.
მესმის მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი, მესმის საქართველოს ხელისუფლების სრული სამარცხვინოობა, მაგრამ ამ მოწოდებას ვერ ამართლებს ვერც ერთი და ვერც მეორე, და ვერც მათი ჯამი. მთელი მსოფლიო ეხმარება უკრაინას. ჩვენს ქვეყანაშიც იდგა 2008 და ამის მეათასედი დახმარებაც არ იყო. ახლა, რასაც მსოფლიო ქართულ გაკვეთილებს ეძახის და რასაც მნიშვნელოვანწილად ეფუძნება უკრაინის ცალსახა და ერთიანი მხარდაჭერა, 2008 წელს დაღუპული ქართველი სამხედროების თუ მოქალაქეების ძვლებზეც დგას. მსოფლიოსთვის ეს შეიძლება გაკვეთილებია, ჩვენთვის კი დაკარგული სიცოცხლეები და გაუბედურებული მშობლები, შვილები, მეუღლეები, დები, ძმები, მეგობრები," - წერს ნიკა გვარამია.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა, განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში, სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა ძალიან დაეხმარება უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
"თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით,უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა. როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება", - აღნიშნა დანილოვმა და დასძინა, რომ "საქართველო, რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულად იქცევა".
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















