ლიკა სულაბერიძის გზა "თეგეტა მოტორსის" ფილიალის დირექტორობამდე
საქართველო, თბილისი - 16:26 | 30.03.2022 ნანახია: 568
ავტოინდუსტრიაში მოხვედრამდე ლიკა სულაბერიძემ ტურიზმის სფეროში აკადემიური ხარისხი მიიღო. საქართველოს სხვადასხვა წამყვან სასტუმროში სტაჟირებაც წარმატებით გაიარა. თუმცა შემთხვევით ნანახმა შეთავაზებამ, კარიერა ავტოსფეროში დაეწყო, მისი პროფესიული განვითარება რადიკალურად შეცვალა. გვიყვება, რომ ეს სფერო ყოველთვის მოსწონდა და შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა. ბევრი აღარ უფიქრია, "თეგეტაში" რეზიუმე გაგზავნა. მზად იყო ახალი საქმის დასაწყებად.
"ვაკანსია ზუსტად აღწერდა იმას, რაც მინდოდა. სრულიად დამავიწყა ჩემი ტურიზმი და ბედი ვცადე. თავიდანვე გამაფრთხილეს, რომ ჯერ აკადემია უნდა გამევლო, რაც მარტივი არ იქნებოდა, ბევრი შრომა და ზღვა მასალის სწავლა მომიწევდა. თუმცა იმდენად დიდი იყო სურვილი, ისე მაინტერესებდა მანქანის ყველა დეტალი, ზუსტად ვიცოდი, რომ შევძლებდი", - ლიკა სულაბერიძე, ფილიალის დირექტორი.
"თეგეტა აკადემიაში" სწავლისას მანქანის ნაწილების სახელებს დიდი მონდომებით იზეპირებდა. ტრენერის საუბარს იწერდა და სახლში დაუსრულებლად უსმენდა. თვენახევრიანი სწავლისა და გათენებული ღამეების შემდეგ ხუთი გამოცდა წარმატებით ჩააბარა და სტაჟირება დაიწყო. სირთულეებითა და დაბრკოლებებით სავსე გზამ კი "თეგეტა მოტორსის" ცენტრალურ ფილიალამდე მიიყვანა, სადაც გაყიდვების კონსულტანტმა თავი მალევე დაიმკვიდრა.
"თუ ეს საქმე არ გიყვარს, მართლა ვერ შეძლებ. თავის დანებებაც მიფიქრია, თან თავიდან მომხმარებლის დამოკიდებულებაც არასერიოზული იყო. გოგოს რომ ხედავდნენ, არ მენდობოდნენ, ფიქრობდნენ, ქალმა რა უნდა გვირჩიოსო, თუმცა ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ხვდებოდნენ, რომ შეცდნენ. გაოცებულები რჩებოდნენ, სიღრმისეულად რომ ვუხსნიდი ყველა დეტალს. ვცდილობდი, ჟარგონები არ გამომეყენებინა და მანქანის ნაწილებს ქართული დასახელებით ვიხსენიებდი. თან ეს უფრო მომწონდა, წარმოიდგინეთ, სად "პაჩებნიკს" რომ იტყვი და სად საკისარს. ბევრჯერ დავამტკიცე, რომ მე ეს შემიძლია და ძალიან მინდა, მაგალითი ვიყო სხვა ქალებისთვისაც".
საქმის სიყვარულმა, საკუთარი თავის რწმენამ და შრომისმოყვარეობამ მალე ახალ შესაძლებლობამდე და საპასუხისმგებლო პოზიციამდე მიიყვანა. საფეხურები ეტაპობრივად და ჩვეული მონდომებით გაიარა: კონსულტანტობის მერე - გაყიდვების ჯგუფის უფროსი, შემდეგ კი ფილიალის დირექტორი გახდა.
"ჩემი განვლილი გზა, სირთულეების მიუხედავად, სიამოვნება იყო. დირექტორობა კი დიდი გამოწვევაა. "თეგეტა მოტორსის" ბელიაშვილის ფილიალი სერვისსა და შოურუმს მოიცავს და ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი ფილიალის მართვა დიდი პასუხისმგებლობაა. საქმე, რა თქმა უნდა, ბევრია, თუმცა, როდესაც ამხელა საქმეს განდობენ, ძალიან მნიშვნელოვანია. არ მაქვს ამ იმედების გაცრუების უფლება".
ლიკას პასუხისმგებლობა უფლება-მოვალეობებთან ერთად გაიზარდა. მართვის გამოცდილება ფილიალის დირექტორობამდეც ჰქონდა, მაგრამ ახლა მისი ყოველდღიური საქმიანობა გაფართოვდა - წესრიგი უნდა იყოს გაყიდვებშიც და სერვისცენტრშიც, მარაგები შევსებული და მომსახურება სრულყოფილი. დღეს მის დაქვემდებარებაში ათი თანამშრომელია. კითხვაზე: როგორ იწყება მისი სამუშაო დღე, ერთი პასუხი აქვს, ეს არის ზრუნვა კოლეგებზე და ზრუნვა მომხმარებელზე.
გვიყვება, რომ თავდაპირველი მღელვარება წარსულში დატოვა, გამოწვევები მოტივაციად აქცია და შიში საქმისადმი ერთგულებით ჩაანაცვლა. მომავალსაც ამ მიდგომით გეგმავს და ძალების მოსინჯვას უფრო დიდი ფილიალის მართვაში აპირებს - რა თქმა უნდა, ავტოსფეროში და, რა თქმა უნდა, „თეგეტა მოტორსში“.
--------
„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















