ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე „რეფერენდუმის“ გამართვას აპირებენ
საქართველო, თბილისი - 22:38 | 30.03.2022 ნანახია: 942
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პუტინის მარიონეტები რუსეთთან შეერთების თაობაზე „რეფერენდუმის“ გამართვას აპირებენ. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის "სპიკერმა" ალან თადტაევმა რუსულ სააგენტო "ტას"-თან განაცხადა.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხალხი რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ თავის აზრს რეფერენდუმზე დააფიქსირებს, რომელიც უახლოეს ხანებში გაიმართება. ჩვენ რუსეთთან შეერთების ყველანაირი საფუძველი გვაქვს და არანაირი სამართლებრივი წინააღმდეგობა არ არსებობს. მთავარია ჩატარდეს რეფერენდუმი და შევიდეთ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში“, - განაცხადა მარიონეტმა, სეპარატისტმა თადტაევმა.
შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ "რუსეთთან გაერთიანება რესპუბლიკის სტრატეგიული მიზანია".
ბიბილოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთ ამ მიზნისკენ სვლას გააგრძელებს".
"უახლოეს მომავალში, ჩვენ გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი", - განაცხადა კრემლის მარიონეტმა ბიბილოვმა.
ბიბილოვმა ასევე განაცხადა, რომ 2014 წელს [რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის დროს] "სამხრეთ ოსეთს რუსეთთან გაერთიანების შესაძლებლობა ჰქონდა".
"მაშინ ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ", - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















