უკრაინის შესაბამის უწყებებს ვურჩევ უკეთესად გაერკვნენ რაღაცებში და გადაამოწმონ მათი წყაროები - ირაკლი ბერაია
საქართველო, თბილისი - 21:01 | 04.04.2022 ნანახია: 633
შოკირებული ვარ იმ აბსურდული და უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებით, რომ თითქოს რუსეთის მიერ სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქციის კონტრაბანდისთვის შექმნილი არხები საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. უკრაინის შესაბამის უწყებებს ვურჩევ უკეთესად გაერკვნენ რაღაცეებში და გადაამოწმონ მათი წყაროები. პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკოსებს კი მოვუწოდებ, ნუ მისცემენ რადიკალურ ჯგუფებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მძევლად აყვანის და ათწლეულების მანძილზე შრომით აშენებული პარტნიორობის დაზიანების შესაძლებლობას.. ნუ დაადანაშაულებენ იმ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, ვინც მათზე ბევრად ადრე გამოსცადა რუსული ოკუპაცია, ვინც დღემდე უმკლავდება მის უმძიმეს შედეგებს და ვინც უზარმაზარი რისკების მიუხედავად, უდიდეს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი ბერაიას თქმით, ეს არის სრული სიცრუე და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების და მისი ომში ჩათრევის მცდელობების სერიის გაგრძელებას.
მისივე თქმით, საგანგაშოა, რომ პროვოკაციების სერია გრძელდება და ის გრძელდება ძალიან მძიმე ბრალდებებით.
„შოკირებული ვარ იმ აბსურდული და უსაფუძვლო ინფორმაციის გავრცელებით, რომ თითქოს რუსეთის მიერ სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქციის კონტრაბანდისთვის შექმნილი არხები საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.
ეს არის სრული სიცრუე და წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციების და მისი ომში ჩათრევის მცდელობების სერიის გაგრძელებას. საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მოქმედებენ ერთმანეთთან კოორდინაციაში და სამწუხაროდ, ამან გამოვლინება ჰპოვა ისეთ ნაბიჯებში, როგორებიცაა მათ შორის, უკრაინაში მოხალისეების გაგზავნის, ოკუპირებულ რეგიონებში შევარდნის და ტერიტორიების ძალისმიერი გზებით დაბრუნების მოწოდებები.
დესტრუქციული სუბიექტების ამ გეგმამ არ იმუშავა, რადგანაც ჩვენს ქვეყანას, ხალხს და ხელისუფლებას აღმოაჩნდა საკმარისი მედეგობა და გამოუმუშავდა მყარი იმუნიტეტი მსგავსი პროვოკაციების მიმართ. საგანგაშოა, რომ პროვოკაციების სერია გრძელდება და ის გრძელდება ძალიან მძიმე ბრალდებებით. ამას აქვს ერთადერთი მიზანი - შეარყიონ ხელისუფლება, რომელიც არავის აძლევს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანების და ოკუპანტების რევანშისტული ინტერესების გაღრმავების შესაძლებლობას.
დასკვნების გაკეთება ადვილია. საიდან მოდის ეს ყველაფერი? იქიდან, სადაც ნაციონალურ მოძრაობას აქვს მნიშნვნელოვანი პოზიციები და საცეცები. ვინ იმეორებს ამას? ადგილობრივი რადიკალები, ვინც მუდმივად, მსგავსი დეზინფორმაციული გზავნილების გავრცელებისთანავე, ყოველ ჯერზე მოუწოდებენ ხელისუფლების დამხობისკენ. დღესაც, ტრადიციულად ამ ტყუილის გავრცელებას მყისიერად მოჰყვა დარაზმვისკენ და დამხობისკენ მოწოდებები. ვინ ახდენს ამის ტირაჟირებას? რადიკალებთან აფილირებული მედია, რომელიც მთელი თავისი რესურსით ახდენს დეზინფორმაციის ამპლიფიკაციას საზოგადოებაში პროტესტის, ზიზღის და უნდობლობის გაღვივების მიზნით, მართული ქაოსის შექმნის მიზნით. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ კარგად მოფიქრებული და მოქმედებაში ჩაშვებული ოპერაცია, რომლის უკანაც დგანან ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევის “გულშემატკივრები”. იმას თუ რა ფასი აქვს ამ ადამიანებისთვის საქართველოს სუვერენიტეტს, მის მიწა-წყალს და მოქალაქეების სიცოცხლეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ვინც და როგორც არ უნდა მოინდომოს, ამ ქვეყნის დანგრევის შესაძლებლობას არავის მივცემთ.
ერთის მხრივ, გაოცებას და მეორეს მხრივ, შეშფოთებას იწვევს განცხადება, რომ თურმე უკრაინის სპეცსამსახურებს აღმოუჩენიათ ისეთი რამ, რაც მთელი ამ ხნის მანძილზე შეუმჩნეველი დარჩათ მათზე ბევრად დიდი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის მქონე ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორების სპეცსამსახურებს, ვისი შესაძლებლობების მნიშვნელოვანი ნაწილი, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, სწორედ ამ რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე და ანალიზზეა ორიენტირებული. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, თუ რა შეიძლება ამ უსაფუძვლო ბრალდებებს და ამ საქციელს ვუწოდოთ.
უკრაინის შესაბამის უწყებებს ვურჩევ უკეთესად გაერკვნენ რაღაცეებში და გადაამოწმონ მათი წყაროები. პარტნიორი ქვეყნის პოლიტიკოსებს კი მოვუწოდებ, ნუ მისცემენ რადიკალურ ჯგუფებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობების მძევლად აყვანის და ათწლეულების მანძილზე შრომით აშენებული პარტნიორობის დაზიანების შესაძლებლობას.. ნუ დაადანაშაულებენ იმ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას, ვინც მათზე ბევრად ადრე გამოსცადა რუსული ოკუპაცია, ვინც დღემდე უმკლავდება მის უმძიმეს შედეგებს და ვინც უზარმაზარი რისკების მიუხედავად, უდიდეს პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს“ - წერს ირაკლი ბერაია Facebook-ზე.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















