Soft Motion - SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში
საქართველო, თბილისი - 11:29 | 20.04.2022 ნანახია: 4061
პროგრამული უზრუნველყოფის სისტემა SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში ტექნოლოგიური კომპანია Soft Motion გახდა. მათი მიზანია რეგიონში SAP-ის მოდულების პოპულარიზაცია.
SAP-ის მხრიდან მსგავს სტატუსს ისეთი მასშტაბური კომპანიები იღებენ, ვისაც მათთან წარმატებული და პროფესიონალური პარტნიორობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს.
SAP-ი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი კომპანიაა, რომლის პროგრამული უზრუნველყოფის სისტემას 180-ზე მეტ ქვეყანაში 440 000-მდე კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში იყენებენ. მათ შორის, ისეთი ცნობილი კომპანიებიც, როგორებიცაა: MAN, SHELL, GENERAL MOTORS, HP, COCA COLA BOTTLING CO., PEPSICO INC., METRO-GOLDWYN-MAYER, FUJITSU SIEMENS, IBM და მრავალი სხვა.
SAP-ი მსხვილ და საშუალო ბიზნესს სამეურნეო საქმიანობას უმარტივებს. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მეშვეობით, ბიზნესპროცესების ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება ერთ პლატფორმაზე ხდება და ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. აგრეთვე, პროგრამული სისტემა უადვილებს კომპანიებს კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას, ხოლო ანალიტიკური ფორმების დროული მიწოდება ხელს უწყობს სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას. შედეგად, ბიზნესს შეუძლია, დააჩქაროს სამუშაო პროცესები, გააუმჯობესოს საოპერაციო ეფექტურობა, გაზარდოს პროდუქტიულობა, გაზარდოს მომხმარებელთა გამოცდილება და, საბოლოოდ, გაზარდოს მოგება.
SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში Soft Motion ცალკე კომპანიად 2021 წლის იანვარში ჩამოყალიბდა. მის დამფუძნებლებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. წლების განმავლობაში იყვნენ „თეგეტა მოტორსის“ SAP კონსულტანტ-ანალიტიკოსები. სწორედ „თეგეტა“ იყო პირველი საქართველოში, რომელმაც პროგრამული უზრუნველყოფა SAP-ი დანერგა. ამისათვის კომპანიამ 1 200 000 ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
Soft Motion დღეს საქართველოში 30-მდე კომპანიას ემსახურება. მათ შორის არიან, თეგეტა ჰოლდინგი და მასში შემავალი შვილობილი კომპანიები, ასევე სხვა საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.

"Soft Motion-ს ბაზარზე მთელი რიგი უპირატესობები აქვს. პირველ რიგში, ეს არის სრული ციკლი, ანუ პროდუქტის შერჩევა, შეძენა, ლიცენზიის მოპოვება, დანერგვა და მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩვენ SAP-ის ოფიციალური პარტნიორები ვართ და საქართველოს ბაზარზე ისეთი პროდუქტების გაყიდვის უფლება გვაქვს, რაც სხვა კომპანიებს, უბრალოდ, არ გააჩნიათ.
ამ ეტაპზე საქართველოში მსხვილ და საშუალო ბიზნესებთან ვთანამშრომლობთ. „სოფთ მოუშენს“ ირჩევენ მისი უპირატესობების გამო. მათ შორის არის 12-წლიანი გამოცდილება, საქართველოში პირველი ოფიციალურად სერტიფიცირებული თანამშრომლები, გამოცდილება სხვადასხვა სისტემასთან ინტეგრაციებში, ბიზნესპროცესების გაციფრულება და ელექტრონული კომერცია. აღსანიშნავია ბიზნესპროცესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების დანერგვა და SAP-ში შესრულებული 800-ზე მეტი დაკვეთა ბიზნესპროცესების სრულყოფისთვის", - ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.
დღეს Soft Motion-ში 30-მდე თანამშრომელია. კომპანიის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ ალექსანდრე ბარნოვი, თამთა მეგრელიშვილი, SAP ERP დეპარტამენტის უფროსი, და ამირან დარცმელია, სტრატეგიული განვითარების ჯგუფის უფროსი. მათ მენეჯმენტი თუ ტექნიკური საკითხები მიმართულებების მიხედვით აქვთ განაწილებული და, თანამშრომლებთან ერთად, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის სერვისს აწვდიან.
"SAP-ის სისტემების გარდა, დიდი მოთხოვნაა დეველოპმენტზეც. ცხადია, გვყავს ჩვენი დეველოპერები, თუმცა ახლა ვაპირებთ, გუნდში ცალკე მიმართულება ჩამოვაყალიბოთ და გამოცდილი კადრებიც დავიმატოთ“, - ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.
Soft Motion-ში აქტიურად მუშაობენ CX (customer experience) მიმართულებების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე, რომელიც ისეთ მარკეტინგულ ინსტრუმენტებს მოიცავს, როგორებიც არის CRM და ელექტრონული კომერცია. კომპანიაში ამ მიმართულებით დიდი გამოცდილების მქონე, ძლიერი გუნდი ჰყავთ და სხვადასხვა ბიზნესთან უკვე თანამშრომლობენ.
"ვგეგმავთ სწავლებისა და სტაჟირების პროგრამის დაწყებას, რომელიც სამომავლოდ ბაზრის მაღალკვალიფიციური კადრებით შევსებას უზრუნველყოფს. ამ რესურსს, ჩვენ გარდა, სხვა კომპანიებიც აუცილებლად გამოიყენებენ. დღეს ბაზარზე უცხოელი მოთამაშეებიც შემოდიან, სფეროში კადრების დიდი გადინებაა, ამიტომ გვინდა, ეს დანაკლისი შევავსოთ - მოვამზადოთ პროფესიონალები, რაც საბოლოოდ, ისევ სფეროს განვითარებისთვის იქნება უკეთესი“, - ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი.
სამომავლოდ Soft Motion-ი სერვისების ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. პარტნიორები უკვე ჰყავთ ევროპასა და ამერიკაში, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, ყოველდღიურ საქმიანობაში მათი ჩართვაც შეუძლიათ. ოპერირებას გეგმავენ კავკასიის რეგიონშიც, სადაც დეველოპმენტისა და SAP-ის სისტემების მიმართ ინტერესი იზრდება, სერვისის მიმწოდებელი კომპანიები კი თითქმის არ არსებობს. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ ბაზრის ასათვისებლად ხელსაყრელი პირობებია.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















