უკრაინიდან რუსეთში ნახევარი მილიონი ადამიანი გადაასახლეს - რადას დეპუტატი
საქართველო, თბილისი - 21:29 | 20.04.2022 ნანახია: 447
უკრაინის უმაღლესი რადას ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკიტა პოტურაევმა ევროპარლამენტარებს განუცხადა, რომ ნახევარი მილიონი უკრაინელი მათი თანხმობის გარეშე დეპორტირებულია უკრაინიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. იუწყება „ამერიკის ხმა“.
უკრაინა ამ მოქალაქეებს უგზოუკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევს. პოტურაევმა წითელ ჯვარს მიმართა დაეხმაროს რუსეთში გადასახლებული უკრაინის მოქალაქეების მოძებნასა და მათთან კავშირის დამყარებაში.
„სამწუხაროდ, ამ ადამიანებთან დაკავშირების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გვავქვს “, - უთხრა პოტურაევმა ევროპარლამენტის დეპუტატებს ვიდეოჩართვისას.
უკრაინელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთებულია რუსეთში გადასახლებული ხალხის გაურკვეველი მდგომარეობის გამო.
„ჩვენ ვიცით, უკრაინის მოქალაქეებისთვის მოწყობილი ე.წ. საფილტრაციო ბანაკების შესახებ. ეს წითელი ჯვრის საქმიანობის ერთ-ერთი შესაძლო მიმართულებაა - იპოვონ დეპორტირებულები, რათა გავიგოთ რა ხდება მათ თავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე“, - განაცხადა პოტურაევმა.
წითელი ჯვრის წარმომადგენლის ალექსანდრ ბოივინის ინფორმაციით, ორგანიზაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, რუსეთის მთავრობის 12 მარტის დადგენილებაში მითითებულია 95 909 ადამიანის ადგილმდებარეობის შესახებ, რომლებმაც უკრაინა დატოვეს, მათ შორის ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდანაც.
მანამდე რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მარიუპოლიდან 138 014 მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთში გაიყვანა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















