მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანია არეულობა და ქვეყნის ომში ჩართვა - პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:56 | 26.04.2022 ნანახია: 649
გავრცელებული ჩანაწერი, სადაც თითქოს „ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი სანქციებისგან თავის არიდებაზე საუბრობენ, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილია, აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ იმისთვის, რათა მოხდეს არეულობა ქვეყანაში და საქართველო ჩათრეულ იქნას ომში.
"ყველაზე კარგი რაც იყო, ჩვენ გუშინ ვიზუალურად ვიხილეთ როგორ მზადდება და როგორ ხდება ამ დეზინფორმაციული კამპანიის განხორციელება. ე.წ. რაღაც ჩანაწერების ჩვენებით, რომელიც შეუიარაღებელი ყურით და თვალითაც ჩანს, რომ მონტაჟია, მერე როგორ ხდება ამაზე რეაქცია შიგნით და გარეთ, ვინ არიან ამ ყველაფერში ჩართული, როგორ ხდება ამ თემის აქტუალიზება პარტიის და შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიების მიერ, შემდეგ როგორ ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის - „სირცხვილიას“ მიერ ამის უკვე ქვეყნის გარეთ გატანა და ა.შ. მთელი კონვეიერია. ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის სასკოლო მაგალითი, სასწავლო მაგალითი როგორ მზადდება და როგორ ხორციელდება დეზინფორმაციული კამპანია. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როგორ ხდება ფალსიფიკაცია, ამბის აგორება და წარმოჩენა ისე თითქოს, სკანდალებთან გვაქვს საქმე. საბოლოოდ ჩვენ მივუახლოვდით იმ მიზანს, რომელზეც ვსაუბრობთ, ეს არის არეულობა ქვეყანაში. ეს არის გაცხადებული მიზანი, რომ არადემოკრატიული გზით მოხდეს ხელისუფლების შეცვლა, შემდეგ ქვეყნის ჩართვა ომში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















