ომი რომ დასრულდება, კიდევ უფრო მეტს გაიგებს ქართული საზოგადოება არახამიაზე - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 13:08 | 26.04.2022 ნანახია: 761
,,დავით არახამია საქართველოში არის რადიკალურ ოპოზიციაში, უკრაინაში არის ხელისუფლებაში, თან საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. ასეთ დროს, ბუნებრივია, არის სრული კოორდინაცია კიევს, ამ შემთხვევაში არახამიასა და თბილისს, ამ შემთხვევაში სააკაშვილს შორის,’’ - განაცხადა ,,ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, 6 მარტს, როდესაც გავრცელდა ფეიკი რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, სწორედ რამდენიმე საათში დავით არახამია გამოეხმაურა ამ ინფორმაციას და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა.
,,თუ არ ვცდები, 6 მარტი იყო, როდესაც გავრცელდა ფეიკი რძის პროდუქტებთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო აფართოებდა საკუთარ ექსპორტს, რძის პროდუქტების კუთხით, რუსეთის ფედერაციაში, ეს იყო ჩვეულებრივი ფეიკი. იმავე დღეს, ზუსტად რამდენიმე საათში, სწორედ დავით არახამია გამოეხმაურა ამ ფეიკს. ახლაც გავრცელდა კიდევ ერთი გაუგებარი ჩანაწერი, ავთენტურია, თუ არ არის ავთენტური, არ ვიცით. აქაც, იმავე დღეს, რამდენიმე საათში, ამ ჩანაწერს გამოეხმაურა დავით არახამია. საზოგადოებამ უკვე ყველაფერი იცის არახამიასთან დაკავშირებით, ყველაფერი არა, უფრო სწორად. მემგონია, ომი, რომ დასრულდება, კიდევ უფრო მეტს გაიგებს ქართული საზოგადოება არახამიასთან დაკავშირებით. დღეს, არ არის ამის დრო, დღეს არის უკრაინა ომის მდგომარეობაში, არახამია იკავებს კვლავაც მაღალ თანამდებობას უკრაინის ხელისუფლებაში. შესაბამისად, დღეს არ არის დრო იმისათვის, რომ ასე ღრმად შევიდეთ, მაგრამ თუ ვინ არის არახამია? რა კავშირი აქვს მას ნაცმოძრაობასთან, ამაზე საზოგადოებამ უნდა მიიღოს სათანადო ინფორმაციას.’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















