სახალხო დამცველი სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რატომ არ საუბრობს, იქნებ სხვა პატიმრის განკურნებაც სახლში უფრო ადვილი იქნებოდა, ოჯახურ გარემოში, რატომ გამოვარჩევთ ერთ პატიმარს განსაკუთრებით - პაპუაშვილი
საქართველო, თბილისი - 11:06 | 29.04.2022 ნანახია: 665
ამ კონსილიუმის დასკვნითაც, ძირითადი საკითხი რომ გამოვყოთ, მიხეილ სააკაშვილს ესაჭიროება ფსიქოლოგის, თუ ფსიქიატრის დახმარება და ის ამ დახმარებაზე უარს ამბობს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
„აქ საკითხი იმაშია, ხდება თუ არა სათანადო სამედიცინო სერვისის მიწოდება. მიწოდება ხდება და კონსილიუმის დასკვნაში ითქვა კიდეც, რომ ის არ იღებს ამ შეთავაზებას. სხვანაირად და უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, შეიძლება, ადამიანს სჭირდებოდეს წამალი და მას ამ წამალს აწვდიან, მაგრამ ის არ სვამს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ეს კონსილიუმი, სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მისი პარტია და ოჯახი დაკავებული უნდა იყვნენ მიხეილ სააკაშვილის დარწმუნებით, რომ მან უარი არ თქვას შეთავაზებულ სამედიცინო სერვისზე, ნაცვლად იმისა, რომ პატიმრის მხრიდან სამედიცინო სერვისის მიღებაზე უარის თქმა წახალისდეს.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, თუ ისინი პატიმარს სამედიცინო სერვისის მიღების აუცილებლობაში ვერ არწმუნებენ და არის თუ არა გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის მაგალითი, რამხელა დეზინფორმაციულ აბსურდში გვამყოფებს გარკვეული პარტია და ორგანიზაციები.
„ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც მიესაჯა სასჯელი, ის ამ სასჯელს იხდის ციხეში, მაგრამ ციხეში ყოფნა არ უნდა, რადგან არ ეკომფორტულება, ამის გამო ამბობს, მე აქ სტრესი მაქვსო, ითხოვს ციხიდან გასვლას და ამის გამო უნდა გავიდეს?! აი, ეს არის უმარტივესად ახსნილი ის აბსურდი, რომელშიც გვამყოფებენ გარკვეული ორგანიზაციები, პარტიები და ა.შ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ისმის თუ არა კითხვები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყველა აკვირდება, მაგრამ აბსურდია ის, რომ ეს ადამიანი არ იღებს შეთავაზებულ სამედიცინო სერვისს და ჯანმრთელობის რისკს თავის თავს თვითონ უქმნის.
„არ იღებს იმიტომ, რომ ამბობს, რომ დისკომფორტს გრძნობს ციხეში ყოფნის გამო. მოკლედ, ადამიანს არ სურს ციხეში ყოფნა. გვესმის, რომ არავის არ სურს ციხეში ყოფნა, მაგრამ ცხოვრება ასეა მოწყობილი, რომ თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, მას შესაბამისი სასჯელის მოხდა უწევს. ასე არის ცხოვრება აწყობილი, კანონი მკაცრია, მაგრამ ის კანონია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ერთი ადამიანის გამორჩევა სწორი არ არის, მათ შორის, ომბუდსმენის მხრიდან.
„როგორ ფიქრობს, სხვა პატიმრებს როგორ აქვთ ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა შესაძლებლობები არის მათ შორის, სამედიცინო კუთხით და ამაზე რატომ არ საუბრობს?! X პატიმარზე რომ ვთქვათ, მისი განკურნება სახლში უფრო ადვილი იქნებოდა, ოჯახურ გარემოში, სადაც ის ემოციურად დამშვიდებული იქნებოდა, თუ ციხის გარემოში? ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაშიც ასე შეიძლება, ითქვას და რატომ გამოვარჩევთ ერთ პატიმარს განსაკუთრებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















