ეს ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა. სამწუხაროა, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით ზიანდება ურთიერთობა უკრაინელ ხალხთან - ღარიბაშვილი არესტოვიჩზე
საქართველო, თბილისი - 15:08 | 30.04.2022 ნანახია: 496
სამწუხაროა ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფით ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ოლექსეი არესტოვიჩის განცხადებას შეეხებოდა ეხებოდა.
„თქვენ მიერ ხსენებული ადამიანი თავად არის შეურაცხყოფა. არ მინდა, ბევრი ვისაუბრო და გავაკეთო კომენტარი. სამწუხაროა ის, რომ მსგავსი აბსურდული ბრალდებებით და შეურაცხყოფით ზიანდება ჩვენი მთავარი ურთიერთობა ჩვენს უკრაინელ ხალხთან. თუმცა ყველას ვარწმუნებ, რომ ვერც ერთი ვერ შეძლებს ჩვენს უკრაინელ ძმებთან და დებთან ურთიერთობის გაფუჭებას. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ ჩვენი უკრაინელების დასახმარებლად. შეგახსენებთ, რომ საქართველო არის ნომერ პირველი 190 ქვეყანას შორის, რომელმაც ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გააგზავნა უკრაინაში, მთელს მსოფლიოში, 500 ტონაზე მეტი. ხალხია ამ პროცესში ჩართული სოლიდარობის გამოსახატავად, დასახმარებლად. აქ, ადგილობრივად ვინც ჩამოვიდნენ უკრაინელები, ვეხმარებით მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია ყველაფერს ვუკეთებთ. პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, მაგრამ ქვეყნები რჩება, ხალხი და საზოგადოება რჩება ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყველაფერს ხელს შევუწყობთ”,- განაცხადა პრემიერმა.
ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ უკრაინა არ ერევა საქართველოს სუვერენულ პოლიტიკაში, მაგრამ საქართველოს მთავრობის პოლიტიკას და განცხადებებს ქართველი ხალხი არჩევნებზე შეაფასებს.
პოლიტიკა
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აიღო ვალდებულება, რომ „ჩრდილოვანი ფლოტის“ არცერთ ტანკერს აღარ მიეცემოდა მათ პორტებში შესვლის უფლება - ევროკომისიის პრესსპიკერი
- ვერავის შეაშინებთ ვერცერთი მექანიზმით: ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის, არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს, არაფრის მოლოდინი არ მაქვს - ირაკლი კობახიძე
- საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია ეუთო-ს წევრ ბევრ ქვეყანას, მათ შორის მოსკოვის მექანიზმის ინიციატორ არაერთ ქვეყანას, იქით ასწავლოს დემოკრატია - კობახიძე
- ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას საფრანგეთთან, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მან ჰააგის ტრიბუნალში, ბრალდებულის სკამზე დაასრულოს - „ოპოზიციური ალიანსი“
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
- Tegeta X Reckless - როცა საჩუქარი ბრენდის ამბავს ჰყვება
- 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. გაიზრდება განბაჟების ტარიფი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















