სირიაში ცეცხლი 27 თებერვალს შეწყდება

საქართველო, თბილისი - 09:52 | 23.02.2016
ნანახია: 1728

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი სირიაში 27 თებერვლიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.
პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინის განცხადებით მოლაპარაკების ინიციატორი რუსული მხარე იყო, თუმცა საკითხით დაინტერესება ორმხრივი იყო. საუბრისას მხარეებმა შეათანხმეს განცხადება სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.
პუტინის განცხადებით, სირიაში ცეცხლი 27 თებერვალს ადგილობრივი დროით გვიან ღამით შეწყდება.

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მიესალმა ვაშინგტონს, მოსკოვსა და სხვა პარტნიორებს შორის მიღწეულ შეთანხმებას სირიაში საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თეთრი სახლის საიტზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე