სააკაშვილი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ნებისმიერი კვების პროდუქტი და მიიღოს ამანათები, მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, თუმცა გარკვეულ მათგანს არ იღებს - რატი ბრეგაძე
საქართველო, თბილისი - 14:08 | 02.05.2022 ნანახია: 668
აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც არის მტკნარი სიცრუე, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, საიდანაც გარკვეულ მედიკამენტებს არ იღებს, აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, რასაც საკუთარი გადაწყვეტილებით არ იყენებს.
"აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ გარემოებაზე, თითქოს მიხეილ სააკაშვილს არ ეწეოდა და არ ეწევა შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რაც არის მტკნარი სიცრუე. გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის მიეწოდებოდა მკურნალობა როგორც მე-12 დაწესებულებაში, ასევე მე-18 დაწესებულებაში. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ იგი გადაყვანილი იყო გორის სამედიცინო ჰოსპიტალში და ასევე სულ ცოტა ხნის წინ გაყვანილი იყო კვლევებზე მულტიპროფილურ დაწესებულებაში.
საუბარი იყოს იმის შესახებაც, თითქოს მსჯავრდებული სააკაშვილი პენიტენციურმა სამსახურმა კვების გარეშე დატოვა, რაც ასევე არის ტყუილი. აუცილებელია, აქვე ხაზგასმით ითქვას, რომ იგი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ციხის მაღაზიაში არსებული ფართო ასორტიმენტიდან ნებისმიერი კვების პროდუქტი და ბუნებრივია, მას აქვს უფლება, მიიღოს ამანათები და ამას რეგულარული ხასიათით იღებს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ის რჩება მშიერი, არის ტყუილი და მიზანმიმართული კამპანია პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ამასთან, მინისტრის თქმით, სააკაშვილს დაახლოებით 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა.
„ეს იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ჩვენ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას და ყოველდღიურ რეჟიმში აქვს შესაძლებლობა, შეხვდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ სააკაშვილს აქვს სუფთა ჰაერზე ყოფნისა და სეირნობის უფლება, რასაც არ იყენებს საკუთარი გადაწყვეტილებით. სხვათა შორის, ექიმებიც აღნიშნავენ იმას, რომ მას მიეწოდება ყველა მედიკამენტი, რასაც სჭირდება, თუმცა ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს, თუმცა მას მიწოდებული აქვს. მისთვის სრულად ხელმისაწვდომია იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ყველა ის მედიკამენტი, რომელსაც იგი საჭიროებს და სწორედ ამიტომ, პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც ანგაჟირებულ სუბიექტებს მოვუწოდეთ მიზანმიმართული, დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















