თუ ვინმე მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს ომში ჩართვა - კობახიძე
საქართველო, თბილისი - 15:04 | 02.05.2022 ნანახია: 684
თუ ვინმე მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს ომში ჩართვა - კობახიძე - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაღაც ანონსი როცა სრულ სიცრუესა და სიყალბეზეა აგებული, მას ვერანაირი წარმატება ვერ ექნება. ბუნებრივია, პატიმრის ჯანმრთელობის დაცვა არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და ამ თვალსაზრისით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და კეთდება კიდეც. პატიმარი ცილოვან საჭმელს თუ განწყობის არარსებობის გამო არ იღებს, არ ვიცი, რა უნდა გააკეთო, მაგრამ შეიძლება, გარკვეული გზები აქაც იყოს. სააკაშვილი ყველანაირი პირობით უზრუნველყოფილია, მოქმედება პასუხისმგებლობით გაგრძელდება, დანარჩენი არის პატიმრის პასუხისმგებლობა. მათ აქციებს წარმატება ვერ ექნება, რადგან ხალხი „ნაცმოძრაობას“ მხარს არ უჭერს. „ნაცმოძრაობის“ დასუსტების ხარჯზე პოლარიზაციის ხარისხი სერიოზულად შემცირებულია, ეს არის კარგი მდგომარეობა და ეს მდგომარეობა უნდა შენარჩუნდეს. გადაცემა-გათავისუფლება არის გამორიცხული. თუ ვინმე ითხოვს ან მომავალში მოითხოვს სააკაშვილის სადმე გადაცემას ან გათავისუფლებას, ყველას ერთადერთი მიზანი ამოძრავებს – ეს არის საქართველოს ომში ჩართვა. ამას კონკრეტულ ლოგიკასა და ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობ. ასეთ განცხადებებს არ ავყვებით“, – განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















