სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად გაუგებარია - ლაშა ხუციშვილი
საქართველო, თბილისი - 15:16 | 02.05.2022 ნანახია: 660
სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია აბსოლუტურად გაუგებარია - წარმოუდგენლად მიმაჩნია, აკრძალული რუსული პროდუქცია საქართველოს გავლით გავიდეს ევროპაში, მიენიჭოს წარმოშობის სერტიფიკატი და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მან აღნიშნა, უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც დამატებითი ინფორმაცია უკრაინული მხარის მიერ მოწოდებული არაა და არ ჩანს, რის საფუძველზე კეთდება მსგავსი განცხადებები.
„რაც შეეხება განცხადებას, რომელიც უკვე მეორედ მოვისმინეთ - ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ არის მოწოდებული. რაზეც განცხადებიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ისაა, რომ რუსეთში წარმოებული პროდუქცია შესაძლებელია, რომ რეექსპორტით გავიდეს იმ ქვეყნებში, რომელ ქვეყნებშიც აკრძალულია ასეთი ტიპის საქონლის შეტანა. პირველ რიგში, ისეთი საბაჟო ოპერაციები იმ საქონელზე, რომელზეც არაა დაწესებული სანქციები არ კეთდება და საქართველო ვერ გახდება რეექსპორტი ქვეყანა. ამ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება იყოს ტრანზიტი ქვეყანა - როდესაც ორი ქვეყანა ვაჭრობს ერთმანეთთან იმ პროდუქციით, რომელიც არ არის სანქცირებული. მეორე შემთხვევაში, საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ ქვეყნებში, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, ამ სანქციებთან მიმართებით, არ მოხვდეს რუსული პროდუქცია. ამ ნაწილში, პირველივე დღიდან არის მკაცრი საბაჟო კონტროლი შესაბამისი რისკების პროფილების გამოყენებით. ეს რისკების პროფილები სანქციების დაწესების პირველივე დღიდანაა იმპლემენტირებული საბაჟო სისტემაში. მეორე მხრივ, როდესაც საბაჟო საქონელზე ვსაუბრობ, რომელიც შესაძლოა, მოხვდეს ქვეყნებში, რომლებსაც დაწესებული აქვთ სანქციები (საუბარია ევროკავშირის ქვეყნებზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე, დიდ ბრიტანეთზე), წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ რუსული პროდუქცია, რომელიც აკრძალულია, საქართველოს გავლით გავიდეს ევროპაში, მიენიჭოს წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც არის ქართული წარმოშობის და ასეთი საქონელი შევიდეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, არა მხოლოდ საქართველო, არამედ ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია განცხადება, რაც მოვისმინეთ და მოვითხოვთ შესაბამის განმარტებებსა და ინფორმაციას. პარტნიორებს, რომელთაც სანქციები აქვთ დაწესებული, კონკრეტულ სანქციებთან მიმართებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, არანაირი კითხვები არ გააჩნიათ“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















