ჟიგიმანტასი რომ ცნობილი გიჟიმანტასია თავის გამოსვლებით და მსჯელობით, ეს უკვე ვიცით, ჩამოაქვეითეს და გახდა „ნაციონალური მოძრაობის" ლაქია - ირაკლი ზარქუა
საქართველო, თბილისი - 16:00 | 02.05.2022 ნანახია: 802
ჟიგიმანტასი რომ ცნობილი გიჟიმანტასია თავის გამოსვლებით და მსჯელობით, ეს უკვე ვიცით, თავის ქვეყანაშიც იციან, ამიტომ ჩამოაქვეითეს და გახდა „ნაციონალური მოძრაობის" ლაქია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილს კონკრეტული ბრალი აქვს წარდგენილი და დამტკიცებული და შესაბამისად, სასჯელს ბოლომდე მოიხდის.
„მნიშვნელოვანი კომიტეტის თავმჯდომარე იყო, ასეთი არაადეკვატური გამოხტომების და განცხადებების გამო ჩამოაქვეითეს და გახდა „ნაციონალური მოძრაობის" ჩვეულებრივი ლაქია. რატომ გახდა ეს უნდა ვეძებოთ ძველ წარსულში, რა ურთიერთობები ჰქონდა სააკაშვილის მთავრობას მასთან და რით ჰყავთ გამოჭერილი ეს კაცი, რომ ასეთ თემებზე ალაპარაკებენ. ჩვენ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, გიჟიმანტასები უამრავი გამოჩნდებიან. ერთია მთავარი, ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობას, პატიმარ სააკაშვილს კონკრეტული ბრალი აქვს წარდგენილი და დამტკიცებული და შესაბამისად, სასჯელს ბოლომდე მოიხდის,"- განაცხადა ზარქუამ.
ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელი ჟიგიმანტას პავილიონისი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას შეხვდა. მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, "ქართული ოცნების“ ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე სულ მცირე, ღრმა აღშფოთებას იწვევს. ჟიგიმანტას პავილიონისის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" თავისუფლებისთვის ბრძოლას მოიგებს. ამასთან, პავილიონისმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის გამარჯვება დაამყარებს თავისუფლებას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ თბილისსა და მთელს კავკასიაში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















