პუტინი საერთაშორისო სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს, რადგან მან ყველაზე სასტიკი ფორმით დაარღვია საერთაშორისო სამართალი - ანალენა ბერბოკი
საქართველო, თბილისი - 18:36 | 03.05.2022 ნანახია: 820
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ წარმოადგენს გარდამტეხ ისტორიულ მომენტს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „დაანგრია ყველაფერი, რაც ევროპასა და რუსეთში რამდენიმე თაობამ ააშენა“, - განაცხადა მან გერმანულ გამოცემა Rheinische Post-თან ინტერვიუში.
„24 თებერვლის შემდეგ - დღის, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს პოლიტიკას. სწორედ ამიტომ, გერმანიაში ვაყალიბებთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას“, - განაცხადა ბერბოკმა. მან ხაზი გაუსვა, ევროპის წესრიგის დაცვის აუცილებლობას. „ჩვენ კვლავ უნდა გავზარდოთ ინვესტიციები თავდაცვაში - როგორც „მწვანეების“ პარტიის პოლიტიკოსი ვერასდროს წარმოვიდგენი, რომ აქტიურად გამოვიყენებდი ამ ტერმინს“, - დასძინა მან.
ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიას არ აურჩევია ასეთი სცენარი, მაგრამ მზად უნდა იყოს ახალი რეალობისთვის „ისე, რომ ბორტს მიღმა არ აღმოჩნდეს ყველა დანარჩენი“, რამდენადაც უსაფრთხოების ცნება მოიცავს არამხოლოდ თავდაცვას და დიპლომატიას. „ჰუმანიტარული დახმარება. სტაბილიზაცია და კონფლიქტების დასრულება ყურადღების ცენტრში რჩება“, - აღნიშნა მან.
ამავე დროს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის პრეზიდენტი წარდგება საერთაშორისო სასამართლოს წინაშე, ვინაიდან მან „ყველაზე სასტიკი ფორმით დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“.
„არ შეიძლება დედების, მამების, ბავშვების, მოხუცებისა და ავადმყოფი ადამიანების დაბომბვა. ის, ვინც ამას აკეთებს, სჩადის უმძიმეს ომის დანაშაულებს. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. ჩვენ ვალში ვართ მსხვერპლთა წინაშე“, - განაცხადა ბერბოკმა.
გარდა ამისა, ბერბოკმა აღნიშნა, რომ ბერლინი სერიოზულად ეკიდება მოსკოვის მუქარებს, ბირთვული დარტყმების შესახებ, ვინაიდან უარესი სცენარისთვის სამზადისი მთავრობის ამოცანაში შედის. „რუსეთის ბირთვული იარაღით ჟღარუნი ამჟამინდელ სიტუაციაში უპასუხისმგებლოა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ წარსულში უკვე მოვისმინეთ პრეზიდენტ პუტინის ანალოგიური განაცხადებები“, - თქვა ბერბოკმა.
ამავდროულად, შეუძლებელია ბირთვული იარაღის გამოყენება საკუთარი თავის ზიანის მიყენების გარეშე, „ეს იცის რუსეთის პრეზიდენტმაც“, - დასძინა ბერბოკმა.
ვლადიმირ პუტინმა და რუსეთის სხვა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ დაუშვეს უკრაინის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა.
მოსკოვის ამ ნაბიჯს არ გამორიცხავს აშშ-ც. კერძოდ, აპრილში ცენრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა და რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ ბერნსმა განაცხადა, რომ მისი უწყება ყურადღებით ეკიდება ამ შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნა, რომ აშშ იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ემზადება მსგავსი ნაბიჯისთვის, ჯერ ვერ ხედავს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















