სააკაშვილი ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობას ახერხებდა და მე მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 18:14 | 04.05.2022 ნანახია: 709
სააკაშვილს უნდა სცოდნოდა, რომ საქართველოში რისკის ფასად ჩამოდიოდა. მას უნდა გაეცნობიერებინა, რომ ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა ვერ იქნებოდა რისკის გარეშე. ახლა სიმულიანტობს და ცდილობს, სიმულიანტობს ხარჯზე დააღწიოს თავი საპატიმროს, ეს არის აპრიორი გამორიცხული. ვერავითარი თვითდაზიანება, ან მსგავსი ვერ გახდება მისი ვერც გათავისუფლების, ვერც სხვა ქვეყანაში გადაყვანის და ვერც შინაპატიმრობის საფუძველი. ასე რომ არ იყოს ყველა პატიმარი ამას გააკეთებდა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ როდესაც სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, კონკრეტული ადამიანები პრეზიდენტად ირჩევდნენ, დღეს კი იგივე ადამიანები ითხოვენ, რომ სააკაშვილი ფსიქიკური პრობლემების გამო საპატიმროდან გათავისუფლდეს.
არავითარი ოფიციალური დიაგნოზი და დასკვნა არ არსებობს. ვიზუალური დათვალიერებით, რომ რაღაც დასკვნები გამოდის, ამას სერიოზული აღქმა ვერ ექნება ჩვენი მხრიდან. რაც შეეხება ანორექსიას, ეს არ არის ფიზიოლოგიური პრობლემა, ესაა ფსიქიკის თემა. ზოგადად, სააკაშვილს, რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა ეს დიდი ხანია ვიცით, თუმცა ამ ფსიქიკური პრობლემებით იგივე ადამიანები ორჯერ ირჩევდნენ მას პრეზიდენტად. იგივე ადამიანები, რომლებიც ამ ფსიქიკური პრობლემებით ირჩევდნენ სააკაშვილს პრეზიდენტად დღეს ფსიქიკური პრობლემების გამო ითხოვენ მის გათავისუფლებას. ფსიქიკის პრობლემები ჩვენ ვიცოდით დიდი ხანია. ეს კაცი ამ ფსიქიკური პრობლემებით იყო პრეზიდენტი დიდი ხანი და დღეს არის პატიმარი და ბუნებრივია პატიმრად დარჩება. თუ გართულდება ეს ფსიქიკური პრობლემები შეიძლება მისი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა გახდეს საჭირო, მაგრამ აქამდე ამ ფსიქიკური პრობლემებით ის პრეზიდენტობასაც ახერხებდა და მე მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს“, - განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















