პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები ცდილობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებას. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური მოროდიორობა - რატი ბრეგაძე
საქართველო, თბილისი - 21:08 | 05.05.2022 ნანახია: 529
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების შესახებ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მსგავს ინფორმაციას პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები ავრცელებენ და ამ საქციელით ისინი პოლიტიკურ მოროდიორობას ეწევიან.
„არსებობენ გარკვეული პოლიტიკურად ანგაჟირებული სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებას. შესაძლოა, მათ საერთოდ არ აინტერესებდეთ, როგორ გრძნობს ეს ადამიანი თავს. ეს არის ძალიან სამწუხარო. როდესაც საზოგადოებაში გამოდის პოლიტიკოსი, რომელიც საუბრობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, დათვლილია ბოლო წუთები, ბოლო წამები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს როგორც ახლობლებში და, მითუმეტეს, ოჯახის წევრებში, გამოიწვევს გარკვეულ მღელვარებას. სწორედ ამიტომ ეს საქციელი არის მიუღებელი როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ისე დაუშვებელია, თუნდაც, სახელმწიფო უსაფრთხოების თვალსაზრისით. იმიტომ, რომ როდესაც გარკვეული პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ ჯანმრთელობის მანიპულაციური გამოყენებით გამოიწვიოს საზოგადოებაში მღელვარება იმისთვის, რომ კიდევ ჩაიწეროს პოლიტიკური ქულები და შემდგომში მთელი ეს ხალხი გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური მოროდიორობა“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილის მიერ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე გაკეთებულ განცხადებასაც და აღნიშნა, რომ მსგავსი საკითხი არა პოლიტიკოსის, არამედ ექიმის გადასაწყვეტია; ექიმებს კი, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე არ უსაუბრიათ.
„როდესაც საუბრობენ საზღვარგარეთ გადაყვანაზე, ეს არ არის არც ბატონი ბეჟაშვილის და არც სხვა პოლიტიკოსის საქმე. ექიმები და, მათ შორის, სახალხო დამცველის ჯგუფში შემავალი ექიმებიც კი, არ საუბრობენ იმაზე, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა. საქართველოში იკურნება ძალიან ბევრი დაავადება და უამრავი ადამიანი. ამიტომ სწორედ ეს არის პოლიტიკური მიზანი, რომელიც ემსახურება არა განკურნებას, არამედ გარკვეული პოლიტიკური მიზნის მიღწევას, რასაც მიზნად ისახავს ეს ხალხი. მოდი, ამიტომ ჯერ ვკითხოთ ექიმებს და მერე გადავწყვიტოთ, თუ რა ტიპის სამედიცინო ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ ადამიანის მიმართ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















