ფრონტის ხაზზე რუსეთის სარდლობის გაგზავნამ ისინი რისკის ქვეშ დააყენა და რუსი ოფიცრების დიდი მსხვერპლი გამოიწვია - ბრიტანეთის დაზვერვა
საქართველო, თბილისი - 14:39 | 08.05.2022 ნანახია: 662
ბრიტანეთის დაზვრევის მონაცემებით, რუსეთის ჯარების უმაღლესი სარდლობის ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნამ, რაც რუსეთის არმიის ქმედებების გამო შექმნილ პრობლემებს უკავშირდება, ოფიცრებს შორის დიდი მსხვერპლი გამოიწვია.
„სარდლობასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა და რუსეთის გაურკვეველმა ქმედებებმა ფრონტის ხაზზე, სარდლობა აიძულა ბრძოლის ველზე ჩასულიყო და სავარაუდოდ ოპერაციები საკუთარი ხელმძღვანელობის ქვეშ აეღო. რუსი მეთაურები იშვიათად ანდობენ ოპერაციულ უფლებამოსილებას საკუთარ ქვეშევრდომებს, რომლებიც ვერ იღებენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამეთაურო გამოცდილებას”, - აღნიშნულია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
თუმცა, როგორც უწყება აღნიშნავს, გაურკვეველია, აღნიშნული სარდლების ბრძოლის ველზე ყოფნამ გააუმჯობესა ან შეცვალა თუ არა ოპერაციული კონცეფცია. „რუსების წინსვალს ხელს უშლის დაგეგმვის დროს არასწორი ვარაუდები და შეცდომები“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ფრონტის ხაზზე სარდლობის გაგზავნამ ისინი მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ დააყენა და ამ კონფლიქტში რუსი ოფიცრების დიდი მსხვერპლი გამოიწვია. ამის გამო ძალები შენელებულად რეაგირებენ წარუმატებლობაზე და არ შეუძლიათ ბრძოლის ველზე თავისი მიდგომების ცვლილება. ასეთი პრობლემები სავარაუდოდ გაგრძელდება, რადგან მოკლულების ნაცვლად დანიშნულ ოფიცრებში ოპერაციული სარდლობის გამოცდილების ნაკლებობაა“, – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















