რუსეთმა შავ ზღვაში ხომალდებზე 50-მდე "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტა განალაგა - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო
საქართველო, თბილისი - 18:21 | 09.05.2022 ნანახია: 1079
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის მხრიდან სამხედრო და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ ფრთოსანი რაკეტების გამოყენების საფრთხე მაღალია.
გამოცემა „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ურაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ოლექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა.
„შავი ზღვის აკვატორიაში ამჟამად იმყოფება საზღვაო ბაზირების „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების შვიდი მატარებელი. მათი სარაკეტო ზალპი, შესაძლოა, შეადგენდეს 50-მდე რაკეტას“, - აღნიშნა მან.
მოტუზიანიკის თქმით, რუსეთის მიერ ქალაქ კიევისა და კიევის ოლქის წინააღმდეგ სარაკეტო დატყმების საშიშროება შენარჩუნებულია.
„ჩვენთვის ცნობილია ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსებული „ისკანდერის“ ტიპის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების, ასევე შვიდი ხომალდის შესახებ, რომლებიც შავი და აზოვის ზღვების აკვატორიაში იმყოფება, მათ გადააქვთ „კალიბრის“ ტიპის საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები, რომლითაც რუსეთმა, შესაძლოა, სარაკეტო დარტყმები განახორციელოს უკრაინის მთელ ტერიტორიაზე.
მისი თქმით, უკრაინის არცერთი ტერიტორია სარაკეტო დარტყმებისგან დაზღვეული არ არის და მოსახლეობას მოუწოდა არ უგულებელყონ საჰაერო განგაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















