საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები დიდი ეჭვებით უყურებენ - გიორგი ვაშაძე
საქართველო, თბილისი - 13:58 | 10.05.2022 ნანახია: 685
„ქართულ ოცნებას“ აქვს არასანდო პარტნიორის, მატყუარას და გადამგდების იმიჯი. 19 აპრილის შეთანხმების და ძალიან ბევრი ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე. საქართველოს პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები უმაღლეს დონეზე ძალიან დიდი ეჭვებით უყურებენ. სამწუხაროდ, ის ეჭვების პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“, აზიანებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და კითხვებს აჩენს საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა არ ხდება ვაშინგტონში. „ქართული ოცნება“ და საქართველოს თემა საერთოდ გამქრალია განხილვებიდან“,- ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი ვაშაძემ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ ამერიკის შეერთებულ შტატებში უმაღლესი დონის შეხვედრებზე გააჟღერა.
„მინდა საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრა, რომ ამერიკა არის ქართველი ხალხის გვერდით და ის ყოველთვის დაგვიჭერს მხარს როგორც უსაფრთხოების, ისე მშვიდობიანი განვითარების კუთხით. მაგრამ სამი მთავარი დასკვნაა ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომელიც მინდა გაგიზიაროთ.
ჩვენ დავაყენეთ საკითხი საქართველოსთვის დახმარების შესახებ თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით. ლენდ ლიზი უკრაინას პირველ რიგში, მაგრამ შეიარაღების კუთხით დახმარება საქართველოს. დიახ, ეს არის ერთადერთი გზა, რომ უზრუნველვყოთ მშვიდობა და არ მოხდეს თავდასხმა რუსეთიდან საქართველოზე. ჩვენ დავაყენეთ საკითხი საქართველოსთვის თავისუფალი ვაჭრობის მიცემის შეთანხმებასთან დაკავშირებით,
ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ ნატოს სამიტზე მადრიდში დაიწყოს პირდაპირი საუბარი საქართველოსთვის მაპის მინიჭების თაობაზე. ჩვენ დავაყენეთ საკითხი, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებაზე.
ჩვენ ამ საკითხებს ვაყენებთ, მაგრამ ჩვენ წარმოვადგენთ ოპოზიციას. ამ საკითხებს უნდა აყენებდეს "ქართული ოცნება",-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















