თითქოს ამერიკას უნდოდეს საქართველოს ომში ჩათრევა არის ბოდვა, პუტინისტური პროპაგანდა - ბოკერია
საქართველო, თბილისი - 19:07 | 10.05.2022 ნანახია: 551
თითქოს ვიღაცას, არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას ან ოპოზიციას საქართველოში, არამედ თავისუფალ სამყაროს და ამერიკას, უნდოდეს საქართველოს ომში ჩათრევა არის ბოდვა, რაც არის პირდაპირ პუტინისტური პროპაგანდა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ვნახეთ ივანიშვილის ერთ-ერთ მთავარი სპიკერის, კობახიძის სკანდალური განცხადება. ის გამოეხმაურა ივანიშვილის რეჟიმის მიერ შემქმნილ ერთ-ერთ რიგით პუტინისტ სპიკერს, ქალბატონ ხოფერიას, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, რომ ივანიშვლის პრობლემებს უქმნის ამერიკა გადარიცხვებში, კერძოდ მისი ანგარიშიდან შვეიცარიის ბანკში. კობახიძე გამოეხმაურა ამას, დაადასტურა რომ ეს კითხვა ლეგიტიმურია და პირდაპირ თქვა, რომ თუ ვინმე, ალბათ გულისხმობდა დასავლეთს, აშშ-ს მნიშვნელობა არ აქვს, მთლიანად თავისუფალ სამყაროს, ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, არაფერი არ გამოუვათ, ესე იგი ისინი არ იცნობენ ივანიშვილს, მას პოლიტიკაში ვერ მოაბრუნებენო.
აქ მინდა ხაზი გავუსვა, რომ არც მე და არც ჩემ გარშემო ვინმე დამატებით ინფორმაციას არ ვფლობთ იმაზე თუ რა მოხდა, რატომ ჰქონდა გადარიცხვაზე ივანიშვილის პრობლემა, უფრო მეტიც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ჯერ-ჯერობით ეგ სანქციებთან კავშირში არაა, მაგრამ ის რეაქცია რაც მისცა ივანიშვილმა, მისი სპიკერი კობახიძის პირით ამ ყველაფერს, არის ასეთი ფენომენი არსებობს - თვითახდენადი წინასწარმეტყველებები ანუ რა განწყობაც აქვს ადამიანს, რა პოზიციაც აქვს, ისე აღიქვამს მოვლენებს. ის, რომ დღეს ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომელიც ნებისმიერ ვითარებაში, აშშ-სა და დასავლეთში ხედავს საფრთხეს და აძლევს თავს უფლებას, რომ ეს პუტინისტური ბოდვა გაიმეოროს თითქოს ვიღაცას, არა მხოლოდ უკრაინის ხელისუფლებას ან ოპოზიციას საქართველოში, არამედ თავისუფალ სამყაროს და ამერიკას, უნდოდეს საქართველოს ომში ჩათრევა არის ბოდვა, რაც არის პირდაპირ პუტინისტური პროპაგანდა. ეგ არის თავისთავად დიაგნოზი. როცა ასეთი დამოკიდებულება გაქვს, ამ ვითარებაშიც, სადაც შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს ასე, ხედავ დასავლეთის ხელს, ეგ ნიშნავს რომ ამ გზაზე დგახარ.
ჩვენთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის საგანგაშოა, რომ ასეთ განწყობაზე მყოფი მმართველი, ამ გზაზე მდგომი, ყველა ვარიანტში, რაღაც მომენტში მართლა „გაიჩალიჩებს“ იმას, რისიც ეშინია და რაზეც ახლა წინსწრებით ლაპარაკობს შესაძლოა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. თუმცა ამ გაჩალიჩებაში, სამწუხაროდ გარდა იმისა რომ თავს დაიღუპავს, ჩვენს ქვეყანას აზიანებს დრამატულად ჩვენი ისტორიის ასეთ უმნიშვნელოვანეს მომენტში. ამიტომ ჩვენ იმას კი არ უნდა დაველოდოთ როდის დასრულდება ეს პროცესი, მოლიპულ გზაზე მდგომი ივანიშვილი როდის დაამთავრებს, იქამდე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მშვიდობიანად ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას", - თქვა ბოკერიამ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















