დავით უსუფაშვილი იაპონიის ზედა პალატის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 14:09 | 23.02.2016 ნანახია: 2001იაპონიის დედაქალაქში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, შეხვედრა იაპონიის ზედა (მრჩეველთა) პალატის პრეზიდენტთან, მასააკი იამაძაკისთან გამართა.
მასააკი იამაძაკის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ტოკიოში ვიზიტით იმყოფება. საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავების შესახებ საუბრისას, იაპონიის ზედა პალატის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მხრივ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი განსაკუთრებით დროული და მნიშვნელოვანია. მასააკი იამაძაკიმ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა და საქართველოს მიერ დემოკრატიის, თავისუფალი ბაზრის განვითარებისა და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს იაპონიასთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დემოკრატიას ახლა აშენებს, დიდი ტრადიციების ქვეყანაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. მასააკი იამაძაკის განცხადებით, იაპონია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დავით უსუფაშვილმა იაპონიის ზედა (მრჩეველთა) პალატის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. თავის მხრივ, მასააკი იამაძაკიმ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრებიან, რომელიც 2019 წელს იაპონიაში გაიმართება.
ტოკიოში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები-დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე ესწრებიან. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის აპარატის უფროსი, ზურაბ მარაქველიძე და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, დავით მაღრაძე შედიან. საპარლამენტო დელეგაცია იაპონიაში ვიზიტს 24 თებერვალს დაასრულებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















