კუნძულ ზმეინისთვის უკრაინისა და რუსეთის ძალებს შორის გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 17:34 | 11.05.2022 ნანახია: 871
კუნძულ ზმეინისთვის მიმდინარე ბრძოლებისას უკრაინის უპილოტო საფრენმა აპარატებმა Bayraktar-ებმა დარტყმა მიაყენეს რუსეთის საჰაერო თავდაცის სისტემებსა და გემებს და ამით ხელი შეუშალეს მტერს თავისი გარნიზონების გაძლიერებაში. აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრანაის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელა, 11 მაისს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარატმენტმა დაადასტურა.
უწყების ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები და გემები აღმოჩნდნენ ნაკლებად დაცული ყირიმში რუსეთის ფლოტის უკან დახევის შემდეგ კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შედეგად. ამავდროულად, ბრიტანეთის თავდაცის დეპარტამენტი ვარაუდობს, რომ თუ რუსეთი თავისი პოზიციების გაძლიერებას მოახერხებს სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტების, საჰაერო თავდაცის სისტემებისა და სანაპიროს დაცვის დახმარებით, შეძლებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დომინირებას.
7 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ოპერატიულმა სარდლობამ „სამხრეთმა“ განაცხადა, რომ კუნძულ ზმეინთან Bayraktar-ებმა გაანადგურეს რუსეთის სამი მოიერიშე სადესანტო-კატერი.
9 მაისს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ოგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გენშტაბმა 7 მაისს „ზელენსკის უშუალო ბრძანებით, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მრჩევლების მონაწილეობით“, დაგეგმა „დიდი პროვოკაცია“ კუნძულ ზმეინის დასაკავებლად.
მისი მტკიცებით, ბრძოლების დროს კიევმა დაკარგა სამი ბომბდამშენი, ერთი მოიერიშე, 10 ვერტმფრენი, სამი სადესანტო-მოიერიშე კატერი და 30 დრონი.
კუნძულ ზმეინისთვის ბრძოლა ომის პირველივე დღეებიდან მიმდინარეობს. 24 თებერვალს კრეისერმა „მოსკვამ“ უკრაინელ სამხედროებს დანებება მოსთხოვა და ცნობილი პასუხი მიიღო. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელი სამხედროები რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ კუნძული რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ გადავიდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















