ლატვიაში ნებადართული გახდა საბჭოთა მემორიალური ძეგლების აღება
საქართველო, თბილისი - 18:49 | 12.05.2022 ნანახია: 669
ლატვიის პარლამენტმა (სეიმმა) საბოლოო მოსმენით დაამტკიცა რუსეთთან ორმხრივი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების საკითხი მემორიალური ნაგებობების შენარჩუნების შესახებ.
„დღეს, საბჭოთა არმიის გამოსახულება და სიმბოლიკა უშუალოდ და არაორაზროვნად უკავშირდება რუსეთის აგრესიასა და დანაშაულებს, რომლებსაც მისი შეიარაღებული ძალები უკრაინაში სჩადის. გეოპოლიტიკური პირობებისა და საერთაშორისო პრაქტიკის ცვლილება ნიშნავს, რომ ლატვიას არ შეუძლია და ვალდებული არ არის შეინარჩუნოს ისეთი ნაგებობები, როგორიცაა საბჭოთა ოკუპაციის ძეგლები“, - განაცხადა სეიმის საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ რიხარდს კოლსმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ლატვია კვლავინდებურად შეასრულებს ორმხრივი შეთანხმების პუნქტებს, რომელიც სამარხებსა და საფლავებს ეხება.
ხელშეკრულების პირობების მოქმედება, რომელიც მემორიალების შენარჩუნებას ეხება, 16 მაისიდან შეჩერდება „მანამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია უკრაინის წიააღმდეგ არ დაასრულებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას, მათ შორის არ გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან და არ აღდგება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და არ ანაზღაურდება უკრაინისთვის მიყენებული ზიანი“.
Delfi-ს ცნობით, ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება რიგის განმათავისუფლებელთა ძეგლის დემონტაჟის იურიდიულ შესაძლებლობას იძლევა. ვინაიდან, ძეგლი მდებარეობს რიგაში, მისი აღების გადაწყვეტილება რიგის საკრებულომ უნდა მიიღოს. როგორც რიგის მერმა მარტინიშ სტაკისმა 11 მაისს განაცხადა, მონუმენტს, სავარაუდოდ, 2022 წლის 1 ოქტომბრის სეიმის არჩევნებამდე არ აიღებენ.
რიგის განმათავისუფლბელთა ძეგლის აღების საკითხი, რომელიც 1985 წელს დაიდგა, არა ერთხელ დაისვა. დისკუსია უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე განახლდა.
ძეგლთან გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ყოველ წელს ღონისძიებები იმართებოდა. 2022 წელს ლატვიაში 9 მაისი უკრაინაში დაღუპულების ხსოვნის დღედ გამოცხადდა და ქვეყანაში ნებისმიერი მასობრივი ღონისძიება აიკრძალა.
ნებადართული იყო ძეგლის ყვავილებით შემკობა, თუმცა ხაზგასმული იყო, რომ ეს არასასურველი იქნებოდა. 10 მაისს დილით, ყვავილები გაიტანეს, რამაც ლატვიის ზოგიერთი მოქალაქის აღშფოთება გამოიწვია. მოქალაქეებმა ძეგლთან ყვავილები ისევ მიიტანეს. სახელმწიფო პოლიციის ხელმძღვანელის არმანდს რუკსის ინფორმაციით, მომავალ წელს, იმ შემთხვევაში თუ ძეგლი აღებული არ იქნება, 9 მაისს მისი ყვავილებით შემკობა არ მოხდება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















