თურქმენეთში ქალებს ეკრძალებათ კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება, ფრჩხილების დაგრძელება, მკერდის გადიდება, ავტომობილის წინა სავარძელზე დაჯდომა
საქართველო, თბილისი - 12:00 | 17.05.2022 ნანახია: 807
თურქმენეთის ქალაქ მარიში ათობით წყვილი იმის გამო დააკავეს, რომ ისინი საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში ხელი-ხელ ჩაკიდებულები გამოჩნდნენ. ამის შესახებ „რადიო აზატიკი“ იუწყება.
პოლიციამ დაკავებულები ტრადიციების დარღვევაში დაადანაშაულა. ისინი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელი მოაწერეს პირობას, რომ მომავალში საჯაროდ გრძნობებს აღარ გამოხატავდნენ.
პოლიციელები მათ დაპირდნენ, რომ „სეროიზულ პრობლემებს“ შეუქმნიდნენ დარღვევის განმეორების შემთხვევეაში.
ადგილობრივების, განსაკუთრებით ქალების გარეგნობის კონტროლი თურქმენეთში მნიშვნელოვნად გაძლიერდა ხელისუფლებაში სერდარ ბერდიმუჰამედოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. მან მარტში ფაქტობრივად უალტერნატივო საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თანამდებობაზე მამა -გურბანგულ ბერდიმუჰამედოვი შეცვალა.
აპრილიდან, ქვეყანაში დაწესდა აკრძალვები ისეთ კოსმეტიკურ ოპერაციებზე, როგორიცა ტუჩებისა და მკერდის გადიდება ან ტატუს გაკეთება. ამასთან, ქუჩებში დააკავეს და დააჯარიმეს ქალები, რომლებსაც ფრჩხილები და წამწამები დაგრძელებული ჰქონდათ.
სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს მუქარის ქვეშ დააწერინეს განცხადებები, რომ კოსმეტიკას არ გამოიყენებდნენ.
ათობით ბორტგამცილებლი და გამცილებელი, რომლებიც სახელმწიფო სატრანსპორტო კომპანიებში მუშაობდნენ, მკერდის იმპლანტებისა და ტუჩების გადიდების გამო გაათავისუფლეს.
გარდა ამისა, ხელისუფლება ქალებს ავტომობილის წინა სავარძელზე დაჯდომა აუკრძალა, ასევე მძღოლებს ეკრძალებათ ავტომობილის სალონში დასვან ქალები, თუ ისინი არ არიან მათი ნათესავები: საგზაო პოლიცია აჩერებს ავტომანქანებს, სადაც ქალები იმყოფებიან და მძღოლთან მათი ნათესაური კავშირის დამადასტურებელ დოკუმენტებს ითხოვს.
„რადიო აზატიკს“ მთავრობის წარმომადგენლებთან დაახლოებულმა წყაროებმა აცნობეს, რომ ხელისფლება განიხილავს ქალებისთვის საზღვარგარეთ წასვლის აკრძალვის საკითხსაც. ქალებს უცხოეთში წასვლა მხოლოდ სამკურნალოდ შეეძლებათ.
ქალების გარეგნობაზე მკაცრი შეზღუდვები თურქმენეთში პერიოდულად წესდებოდა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის პრეზიდენტობის დროსაც, თუმცა მაშინ აღნიშნული შეზღუდვების აღსრულებაზე კონტროლი არ მიმდინარეობდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















