რუსეთის დუმის დეპუტატები „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას მოითხოვენ
საქართველო, თბილისი - 19:19 | 17.05.2022 ნანახია: 849
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები მარიუპოლის დამცველი „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვას მოითხოვენ. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია "რია ნოვისტი" ავრცელებს. დუმა ოთხშაბათს „ნაცისტი დამნაშავეების“ გაცვლის აკრძალვის, 26 მაისს კი - რუსეთის უმაღლესი სასამართლო „აზოვის“ პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს განიხილავს.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვის კომიტეტის თამჯდიმარის ანდრეი კარტაპოლოვის წინადადებას, ოთხშაბათს, 18 მაისს განიხილონ „ნაცისტი დამნაშავეების გაცვლის დაუშვებლობის დადგენილების პროექტი“.
მანამდე, დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ “ნაცისტი დამნაშავეები“ არ უნდა დაექვემდებარონ გაცვლას და რუსეთი ყველაფრს გაკეთებს იმისათვის, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ.
„ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ", - განაცხადა ვოლოდინმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის გენერალ-მაიორ კონაშენკოვის განცხადებით, „გუშინ მარიუპოლში დაიწყო აზოვსტალის ქარხანაში ბლოკირებული, ნაციონალისტური ქვედანაყოფის აზოვის ბოევიკების და უკრაინელი სამხედროების ტყვედ ჩაბარება“. კონაშენკოვის თანახმად, 16 მაისს „იარაღი დაყარა და ტყვედ ჩაბარდა 265 ბოევიკი, მათ შორის 51 მძიმედ დაჭრილი“.
უკრაინა კი „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ იუწყება. ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, 16 მაისს, ევაკუირებული იყო 52 მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედრო, რომლებსაც მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ რუს ტყვეებში გაცვლიან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიიდან, 16 მაისს 264 უკრაინელი სამხედრო გაიყვანეს. მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, 211 კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენევკაში, საიდანაც უკრაინული მხარის ცნობით, გაცვლის პროცედურა ჩატარდება და მათ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნებენ.
ნოვოაზოვსკი და ოლენევკა რუსეთის მიერ "დამოუკიდებელ რესპუბლიკად" აღიარებული, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარის განცხადებით, ამჟამად ტარდება ღონისძიებები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადასარჩენად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მარიუპოლის დამცველებმა შეასრულეს საბრძოლო ამოცანები და უმაღლესმა სარდლობამ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებს უბრძანა, პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















