გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს რუსეთთან კავშირის გამო პრივილეგიები ჩამოართვეს
საქართველო, თბილისი - 19:50 | 19.05.2022 ნანახია: 770
ბუნდესტაგმა გერმანიის ყოფილ კანცლერ გერჰარდ შროდერს პრივილეგიების ნაწილი ჩამოართვა, რომლითაც როგორც წესი, ქვეყნის ლიდერები სარგებლობენ. წერს Bild.
კერძოდ, შროდერს აღარ ექნება ოფისი პარლამენტში და აღარ ეყოლება თანამშრომლები, რომლებსაც ანაზღაურება ბიუჯეტიდან ერიცხებათ.
როგორც Bild-ი აღნიშნავს, შესაბამისი გადაწყვეტილების ფორმალურ მიზეზად სახელდება ის, რომ ყოფილი კანცლერი არ იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ ფართს და თანამშრომელთა განაკვეთებს. ამასთან, გამოცემა წერს, რომ ბუნდესტაგის დეპუტატები უკმაყოფილონი არიან რუსეთთან შროდერის მჭიდრო ურთიერთობებით, ასევე მას ადანაშაულებენ საერთაშორისო ასპარეზზე გერმანიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენებაში.
პენსიის უფლება შროდერისთის ჯერ არ ჩამოურთმევიათ, თუმცა მისი თანამოაზრეები სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან ამ ვარიანტისკენენაც იხრებიან. ამასთან, ყოფილი კანცლერი კვლავ უზრუნველყოფილი იქნება დაცვის მომსახურებით.
შროდერისთვის ზოგიერთი პრივილეგიის ჩამორთმევის პარალელურად ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ყოფილი კანცლერის სანქცირებულთა სიაში შეყვანას. როგორც Bild-ი წერს, სანქციებს ევროპარლამენტი არ აკისრებს, მაგრამ შესაბამისმა რეზოლუციამ, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სანქციების სიის ფორმირებაზე.
გერჰარდ შროდერი გერმანიის კანცლერის პოსტს 1998-2005 წლებში იკავებდა. 2006 წლიდან ის ხელმძღვანელობდა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის ოპერატორ Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტს.
2007 წლიდან შროდერი ხელმძღვანელობს „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს. თებერვალში ის „გაზპრომის“ დირექტორთა საბჭოში აირჩიეს. ყოფილ კანცლერს მკაცრად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მან „როსნეფტი“ უკრაინაში რუსეთის სასტიკი შეჭრის შემდეგ დაუყოვნებლივ არ დატოვა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















