მათ იციან, რომ კრიმინალები არიან და იმისთვის, რომ თავიდან აირიდონ დამნაშავის შტამპი, იძულებულები არიან დაუპირისპირდნენ სასამართლო სისტემას - კობახიძე ენმ-ზე
საქართველო, თბილისი - 00:39 | 20.05.2022 ნანახია: 886
„ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს. თუ სასამართლოში არის პრობლემა საჭიროა ფაქტების მოტანა. მაგრამ ვერცერთი ასეთი საქმე ვერ მოაქვთ. ერთადერთი, როცა დაიწყო სასამართლოსთან დაკავშირებით კამპანია ეს ყველაფერი დაუკავშირეს რუსთავი 2-ის საქმეს. მანამდე არანაირი კამპანია არ წარმოებდა, არც კლანი გვესმოდა, საერთოდ არ იყო არაფერი 2017 წლამდე. 2017 წლიდან დაიწყო ტოტალური კამპანია“- ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის თემა“.
როგორც კობახიძემ განაცხადა როდესაც შენ ხარ კრიმინალი და გელოდება სასამართლო პროცესი, ბუნებრივია შენთვის ყველაზე მარტივია, რომ სცადო სასამართლოს დისკრედიტაცია. იგივე ხდება ნაცმოძრაობის შემთხვევაშიც.
„მათ იციან, რომ კრიმინალები არიან და იმისთვის, რომ მათ თავიდან აირიდონ რაღაცნაირად ეს შტამპი, რასაც ქვია დამნაშავის შტამპი, ისინი იძულებულები არიან, რომ მუდმივად დაუპირისპირდნენ სასამართლო სისტემას. უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. გვარამიამ ხომ ძალიან კარგად იცოდა, ძარცვავდა იმ ტელეკომპანიას, რომელიც რამდენიმე თვეში გადასაცემი ჰქონდა სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ კონკრეტული დანაშაული ჰქონდა ჩადენილი და ამის გამო მისი ტელევიზია იყო ერთ-ერთი აქტიური სასამართლო სისტემის წინააღმდეგ. დღეს საუბრობს იმაზე, რომ სასამართლომ შეუფარდა მას უსამართლო სასჯელი. ამას წინ უძღვოდა მისივე წარმოებული კამპანია სასამართლოს წინააღმდეგ. იგივე ეხება რა თქმა უნდა სააკაშვილს, მის ინტერესებს, უგულავას და ა.შ. ისინი არიან კრიმინალები, რაც არის სასამართლოს მიერ დადასტურებული, რიგ შემთხვევებში ეს ყველაფერი სტრასბურგის მიერ არის დადასტურებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მზად არიან იმუშავონ ყველასთან და თუ წარმოადგენენ არგუმენტებს, ევროკავშირისთვის მიცემული პირობის თანახმად გაატარებენ ყველა რეფორმას.
„კიდევ ერთხელ რომ გავიმეორო, ჩვენ ვართ მზად ყველასთან ერთად ვიმუშაოთ, მოვისმინოთ შეფასებები, ფაქტები, არგუმენტები და თუ იქნება წარმოდგენილი კონკრეტული არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ესა თუ ის საქმე არის გადაწყვეტილი არასწორად და სამართლებრივად არის სისტემური პრობლემები და ა.შ ჩვენ რა თქმა უნდა ამ არგუმენტების შესაბამისად გავატარებთ ნებისმიერ რეფორმას, ამის პირობა ჩვენ გვაქვს მიცემული ევროკავშირისთვის და რა თქმა უნდა ამ პირობის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















