NYT-მა ბუჩაში მოსახლეობის სიკვდილით დასჯის ახალი კადრები და მტკიცებულებები გამოაქვეყნა
საქართველო, თბილისი - 12:18 | 20.05.2022 ნანახია: 1041
ამერიკულმა გამოცემა New York Times-მა გამოაქვეყნა ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი მკვლელობების გამოძიების დეტალები, რომელიც ახალ ვიდოკადრებსა და თვითმხილველთა ჩვენებებს შეიცავს.
როგორც პუბლიკაციის ავტორები წერენ, მათ შეძლეს სულ მცირე რვა მამაკაცის დახვრეტის ფაქტის დამტკიცება, მათი უმეტესობა ადგილობრივ ტერიტორიულ თვდაცვაში მუშაობდა, ისინი შეუიარაღებლები იყვნენ, როდესაც რუსმა სამხედროებმა დააკავეს და დახოცეს. გაზეთი აქვეყნებს სთვალთვალო კამერებით გადაღებულ კადრებს, რომლებშიც ჩანს, 4 მარტს რუს ჯარისკაცებს როგორ მიჰყავთ ცხრა ადამიანი. ამის შემდეგ ვიდეო წყდება.
მაგრამ სატელიტური ვიდეოსა და ფოტოების მეშვეობით, რომლებიც რუსების ტერიტორიიდან გასვლის შემდეგ არის გადაღებული, ჟურნალისტებმა შეძლეს რამდენიმე მოკლულის იდენტიფიცირება და მოვლენების მსვლელობის აღდგენა.
ადგილობრივების დახვრეტის შესახებ New York Times-ს რვა თვითმხილველმა უამბო. მათ შორის ერთი მამაკაცი, რომელიც რუსებმა დახვრიტეს, ცოცხალი გადარჩა, რადგან ტყვიამ მას საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები არ დაუზიანა. მან თავი მკვდრად მოაჩვენა და ჯარისკაცების წასვლის შემდეგ გაიქცა.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ბუჩის დახვრეტილი მოსახლეობის უმეტესობა ადგილობრივი ტერიტორიული თავდაცვის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა მათ იარაღი არ ჰქონდათ და რუსეთის ძალების შეტევის დროს ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ.
მას შემდეგ რაც რუსმა ოკუპანტებმა ისინი იპოვეს, (ჟურნალისტების მონაცემებით რუსი ჯარისკაცები მედესანტეები იყვნენ), ცხრაკაციანი ჯგუფი დახვრიტეს.
ბუჩის მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის პირველი კადრები აპრილის დასაწყისში გავრცელდა, მას შემდეგ რაც ოკუპანტებმა ქალაქი დატოვეს.
გათავისუფლებულ ტერიტორიაზე შესულ უკრაინელ სამხედროებსა და სამართლადმცელებს შემაძრწუნებელი სურათი დახვდათ. ქალაქებსა და სოფლებში რუსი ოკუპანტების მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს. ბუჩასა და კიევის ოლქის სხვა დასახლებებში უკვე აღმოჩენილია 1 288 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი, რომელთა უმეტესობას აღენიშნება წამების კვალი. ცხედრები ნაპოვნია სარდაფებშიც, სადაც ოკუპანტები ადგილობრივებს აწამებდნენ და ხვრეტდნენ. დაფიქსირებულია ასეული გაუპატიურების შემთხვევა. რუსი სამხედროები აუპატიურებდნენ ქალებსა და მცირეწლოვან ბაშვებს.
მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, რუსეთი უარყოფს მისი სამხედროების მხრიდან უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას და "დადგმულს" უწოდებს საერთაშორისო მედიაში გავრცელებულ, ომის დანაშაულის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალებს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კიევის ოლქში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებს იძიებს.

პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















