ზელენსკის განცხადებით, „აზოვსტალის“ დამცველების დასახმარებლად წასული მფრინავების 90% დაიღუპა
საქართველო, თბილისი - 00:01 | 21.05.2022 ნანახია: 948
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები ცდილობდნენ „აზოვსტალამდე“ მისვლას, რათა სამხედროებს დახმარებოდნენ. მისივე თქმით, ბევრი მფრინავი დაიღუპა, 90 პროცენტი უკან აღარ დაბრუნდა.
„ისინი იცავდნენ მარიუპოლს. ძალიან ბევრი დაიღუპა, ჩვენი მფრინავები, სამწუხაროდ... ისინი გმირები არიან, იცოდნენ, რომ თითქმის შეუძლებელი იყო „აზოვსტალამდე“ მიღწევა, რათა მათთვის მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, წყალი მიეტანათ, გამოეყვანათ ცხედრები, დაჭრილები. ეს ყველაფერი ხდებოდა...
ძალიან ბევრი რამ ხდებოდა, რაც ოფიციალურად არ ცხადდებოდა, რადგან „აზოვსტალამდე“ საჰაერო დერეფნები არ იყო, არ იყო რუსეთის ძლიერი საჰაერო თავდაცვის გამო“, - თქვა ზელენსკიმ.
„ძალიან ბევრი კვირის განმავლობაში ვერტმფრენების მფრინავები, იცოდნენ რა, რომ მათი 90 პროცენტი ვერ დაბრუნდებოდა... მაინც მიფრინავდნენ. ჩვენ ბევრი მფრინავი დავკარგეთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელესნკიმ ასევე თქვა, რომ „აზოვსტალში“ იმყოფებოდნენ არამხოლოდ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრები (რომელსაც ეკუთვნის „აზოვის“ პოლკი), არამედ 400-მდე მესაზღვრე, მედესანტე, პოლიციელი, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამხედრო ექიმები და სამოქალაქო პირები.
„აზოვსტალიდან“ მარიიუპოლის დამცველების ევაკუაციის ოპერაცია 16 მაისს დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს ევაკუირებულია 264 უკრაინელი სამხედრო. მათგან 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი გადაიყვანეს ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, 211 კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენევკაში, საიდანაც უკრაინული მხარის ცნობით, გაცვლის პროცედურა ჩატარდება და მათ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნებენ.
18 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "აზოვსტალიდან“ გაყვანილი 300-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ოლენევკის საპატიმროში მიიყვანეს. მათ შორის 50 ადამიანი მძიმედ დაჭრილია.
ასევე, 18 მაისს პრეზდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.
20 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასული დღის განმავლობაში ქარხანაში მყოფი ბოლო 531-კაციანი ჯგუფი ჩაბარდა. მათივე ცნობით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სულ 2439 ადამიანი ჩაბარდა და "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორია მთლიანად რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ მოექცა. აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















