ვინ, სად და როგორ გადანაწილდებიან - სამთავრობო ცვლილებები არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე
საქართველო, თბილისი - 14:41 | 24.02.2016 ნანახია: 2099
საქართველოს მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო ცვლილებები მარტში განხორციელდება.
„ჯი-ეიჩ-ენის“ ინფორმაციით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს, ამჟამად მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი დაიკავებს. საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე კი ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. ცნობილია, ასევე ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის შემცვლელი. კულუარული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის პორტფელს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაიბარებს.
ჯერ-ჯერობით საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი ცვლილებები შს სამინისტროში. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ამ დრომდე თავს იკავებს მინისტრის პოსტის დაკავებისგან. თუმცა, აღნიშნული საკითხი ორიოდე თვის წინ, უკვე გადაწყვეტილად მიიჩნია თავად ბიძინა ივანიშვილმა.
სააგენტოს ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ივანიშვილის მითითებით, რამდენიმე პუნქტით უნდა გამყარდეს ლარის კურსი. სავარაუდო ნიშნულად, 1 აშშ დოლარი 2,25 ლარი განისაზღვრა. აღნიშნულის შედეგად მმართველი კოალიცია „ქადაგიძის ფაქტორზე“ დაიწყებს ყურადღების გამახვილებას.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნისას, მას მთავრობის შემადგენლობაში ცვლილებები არ განუხორციელებია, თუმცა გააკეთა განცხადება, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ არ გამორიცხცავდა მთავრობაში ცალკეულ ცვლილებებს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















