ცეცხლზე ნავთს ასხამს - პესკოვი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე
საქართველო, თბილისი - 16:24 | 01.06.2022 ნანახია: 750
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცადა, რომ უკრაინისთვის ამერიკული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება ცეცხლზე ნავთს ასხამს, ხელს არ უწყობს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას და დაძაბულობის ზრდას ემსახურება.
„მიგვაჩნია, რომ აშშ მიზანმიმართულად და მონდომებით ასხამს ცეცხლზე ნავთს. აშშ იცავს ხაზს - ებრძოლოს რუსეთს ბოლო უკრაინელამდე“, - განაცხადა პესკოვმა.
„მიწოდება {იარაღის} ხელს არ უწყობს აღუძრას უკრაინის ხელისუფლებას სურვილი გაანაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები“, - აღნიშნა პესკოვმა.
მანამდე, ამერიკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ აპირებს კიევს გადასცეს ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები HIMARS М142.
აღნიშნულ სისტემებს სამიზნეების განადგურება 300 კილომეტრის მანძილზე შეუძლიათ, თუმცა უკრაინას გადაეცემა ჭურვები, რომელთა მოქმედების სიშორე 80 კილომეტრია.
"ამ სისტემებს უკრაინელები გამოიყენებენ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად, მაგრამ არა რუსეთის წინააღმდეგ მისსავე ტერიტორიაზე", - თქვა მაღალჩინოსანმა.
HIMARS М142-ი იქნება უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი 700-მილიონიანი ტრანშის ნაწილი, რომელიც ასევე მოიცავს ვერტმფრენებს, Javelin-ის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ტაქტიკურ მანქანებს, სათადარიგო ნაწილებს და სხვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინა არ აპირებს გამოიყენოს სარაკეტო სისტემები რუსეთის ტერიტორიაზე.
შეკითხვაზე, როგორი იქნება მოსკოვის პასუხი, თუ კიევი აღნიშნულ სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენებს, პესკოვმა განაცხადა: „მოდით, ნუ ვისაუბრებთ ყველაზე ცუდი სცენარის შესახებ“.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















