სერიოზულად ავად არის. ჩაი დამალევინა, რამდენიმე ანეკდოტი მოვუყევი. მგონი, სასწრაფოდ წასაყვანია - ბუბა კიკაბიძე სააკაშვილზე
საქართველო, თბილისი - 18:50 | 02.06.2022 ნანახია: 694
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ კიკაბიძემ კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულია და სასწრაფოდ საზღვარგარეთ სამკურნალოდ არის გადასაყვანი.
„სერიოზულად ავად არის, ძალიან, ძალიან. ჩაი დამალევინა, რამდენიმე ანეკდოტი მოვუყევი. მემგონი, სასწრაფოდ წასაყვანია, რადგან თუ ქართველებმა ეს ცოდვა ჩვენს თავზე დავიდეთ, მერე რაც მოხდება, უკვე გვიან იქნება, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში. ადრე ვიყავი ზელენსკისთან და სხვათაშორის, მესამე დღეს გამოაგზავნა უფლებადამცველი. მინდა, ვთხოვო, რომ ოფიციალურადაც თქვას მისი აზრიც.
მინდა, ვუთხრა ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს, მიშას ავადმყოფობასთან და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც. მინდა, ნიკა, მოგიკითხო და მაგრად გაკოცო. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მას ახლა თავისი ძალიან სერიოზული პრობლემები ეწყება. სჯობს, თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაიმხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამიტომ, მე მგონია, თუ კიდევ რაიმე აქვთ ადამიანობის, გაუშვებენ. ნებისმიერ დროს, საქართველოს დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილს თავდებში დაუდგება. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ, ტანკით გადაგვიარეს. არ შეიძლება ასე. ამიტომ მიშას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ნიკას მალე გამოსვლას“, – განაცხადა ბუბა კიკაბიძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















