ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიდი მოთმინებით, ვცდილობთ, ყურადღება არ მივაქციოთ კუბილიუსისნაირ, ქართველი ერის და ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხმყოფელ განცხადებებს - წულუკიანი
საქართველო, თბილისი - 14:04 | 07.06.2022 ნანახია: 642
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიანეს ღია წერილს, რომლითაც მათ ქართველ ხალხს მიმართეს.
წულუკიანის მტკიცებით, ევროპარლამენტარები უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში.
"ბატონ კუბიულიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩემი მოსაზრება კი არ არის საინტერესო, რამდენადაც ქართველების აზრი. აი, აქ ბრძანდებიან ქართველები და მათ ჰკითხეთ, რას ფიქრობენ – კარგია თუ არა, როდესაც კუბილიუსი გვასწავლის ჭკუას, ვინ ავირჩიოთ ხელისუფლებაში. მისთვის ამის უფლება არავის მიუცია. ჩვენი ხელისუფლება არის არჩევნების შედეგად არჩეული, მას ნდობა გამოუცხადა ამომრჩევლის უმრავლესობამ. შესაბამისად, დემოკრატიული არჩევნების შედეგადაა ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა. ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულად სათავეში მოსულ პოლიტიკურ ძალაზე არის თავდასხმა ხალხზე, თავდასხმა სახელმწიფოსა და ქვეყანაზე. შესაბამისად, არჩევანი, რომელიც არის ბატონი კუბილიუსის მიერ დაყენებული, არის იმ ქართველი ერის შეურაცხყოფა, რომელმაც თავის ევროპულ გზაზე ძალიან ბევრი სისხლი დაღვარა, ძალიან ბევრი მსხვერპლი გაიღო და რომელიც ძალიან დიდი მისთვის დამახასიათებელი მოთმინებით ელოდება ვერდიქტს. ვერდიქტი უნდა იყოს, ჩვენი აზრით, დიახ, ქართველი ერი იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიდი მოთმინებით, რა იქნება ვერდიქტი. ამ მოლოდინში ვცდილობთ, ყურადღება არ მივაქციოთ კუბილიუსისნაირ, ქართველი ერის და ჩვენი სახელმწიფოს შეურაცხმყოფელ განცხადებებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















