ბოდიშს არ მოვიხდი - მერკელი 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილებაზე
საქართველო, თბილისი - 11:22 | 08.06.2022 ნანახია: 645
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა Der Spiegel-თან ინტერვიუში უარყო გერმანიაში უკრაინის ელჩის, ანდრეი მელნიკის ბრალდება, რომ ის რუსეთის მიმართ დაშოშმინების პოლიტიკას ატარებდა.
"მე ასე არ ვფიქრობ. დიპლომატია, თუ ის წარუმატებელია, არ ნიშნავს, რომ არასწორია", - განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ მინსკის შეთანხმებების გარეშე, მისი აზრით, უკრაინაში მდგომარეობა კიდევ უფრო კრიტიკული იქნებოდა.
მერკელის თქმით, იგივეს იტყოდა თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როდესაც 2008 წელს მხარი არ დაუჭირა უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას.
"ვფიქრობ, არ უნდა ვაღიარო, რომ შევცდი და ბოდიშს არ მოვიხდი ამ გადაწყვეტილების გამო", - თქვა მერკელმა.
კითხვაზე, შეეძლო თუ არა მას მეტის გაკეთება უკრაინაში ომის თავიდან ასაცილებლად, მერკელმა უპასუხა: "მე საკუთარ თავს არ ვადანაშაულებ. შეუძლებელი იყო უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა, რომელსაც შეეძლო ამის თავიდან აცილება."
"შეიძლებოდა მეტის გაკეთება, რათა თავიდან აგვეცილებინა ასეთი ტრაგედია და მიმაჩნია ეს სიტუაცია ძალიან დიდ ტრაგედიად - შეიძლებოდა კი მისი თავიდან აცილება? და რა თქმა უნდა, მე მაინც ვუსვამ საკუთარ თავს ამ კითხვას", - თქვა მერკელმა.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს წერილობით განცხადებაში მკაცრად დაგმო რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და მხარი დაუჭირა კანცლერ ოლაფ შოლცის ძალისხმევას, შეეჩერებინა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მოქმედებები.
რუსეთის მიერ სასტიკი ომის წამოწყების შემდეგ, უკრაინის ლიდერებმა რამდენჯერმე გააკრიტიკეს ანგელა მერკელი კრემლის მიმართ წარმოებული ლიბერალური პოლიტიკისა და ბუქარესტის სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების დაბლოკვის გამო.
3 აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელსა და საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ნოკოლა სარკოზის მიმართა და ბუჩაში მიიწვია, რათა "საკუთარი თვალით ენახათ ნაწამები უკრაინელები და რუსეთის მიმართ პოლიტიკური დათმობების შედეგები".
4 აპრილს ანგელა მერკელმა, პრესსპიკერის მეშვეობით უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის და განაცხადა, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების ერთგული რჩება.
10 აპრილს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ გერმანიამ და საფრანგეთმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვეს, როდესაც უკრაინის ნატოში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს.
25 მაისს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, მილიარდერმა ფილანთროპმა ჯორჯ სოროსმა "რუსეთთან სპეციალური გარიგებების" გამო, ანგელა მერკელი მკაცრად გააკრიტიკა.
2 ივნისს ანგელა მერკელმა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში, ანგელა მერკელმა კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და მხარი დაუჭირა გერმანიის მთავრობის ძალისხმევას, რომელსაც "ის რუსეთის პრეზიდენტის შეჩერებისთვის ახორციელებს".
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















