გაერო მსოფლიოს მოუწოდებს შეწყვიტოს მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომზე კონცენტრირება
საქართველო, თბილისი - 16:23 | 08.06.2022 ნანახია: 534
გაეროს ბავშვთა ფონდმა - იუნისეფმა განაცხადა, რომ მსოფლიომ უნდა შეწყვიტოს მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომზე კონცენტრირება, რათა თავიდან აიცილოს მასობრივი შიმშილობა სომალიში.
„თუ მსოფლიო არ გადაერთვება უკრაინაში მიმდინარე ომიდან და არ დაიწყებს დაუყოვნებლივ მოქმედებას აფრიკის რქაზე, მოხდება ბავშვთა სიკვდილიანობის აფეთქება“, - ციტირებს Reuters იუნისეფის რეგიონალური დირექტორის მოადგილეს რანია დაგაშს.
აფრიკის რქაზე უკვე მეოთხე სეზონია წვიმა არ მოსულა. ეს ყველაზე ძლიერი გვალვაა 40 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ, მეხუთე სეზონზეც ოქტომბერ-დეკემბერში ნალექი მოსალოდნელი არ არის.
აღნიშნულია, რომ გვალვამ, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო სურსათსა და საწვავზე გლობალური ფასების ზრდასთან ერთად, მთელ აფრიკის კონტინენტზე მილიონობით ადამიანს დიდი დარტყმა მიაყენა, როდესაც სურსათის ძირითადი პროდუქტები მიუწვდომელი გახდა ღარიბი ოჯახებისთვის, განადგურდა მოსავალი და შინაური პირუტყვი.
სომალიში 386 ათასი ბავშვი საჭიროებს მკურნალობას სიცოცხლისათვის საშიში არასრულფასოვანი კვების გამო და ეს მონაცემები უკვე აჭარბებს 2011 წლის მონაცემებს, როდესაც შიმშილობამ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„ჩვენ ხმოლოდ იმის მესამედი გვაქვს, რაც ამ წელს გვჭირდება. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, დიდ შვიდეულს, რომლის შეკრებაც გერმანიაში რამდენიმე კვირაში გაიმართება, გამოყოს ახალი დამატებითი დაფინანსება სიცოცხლის გადასარჩენად“, - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალური დირექტორის მოადგილემ.
სომალიში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეტიენ პეტერშმიტმა განაცხადა, რომ მილიონობით ადამიანი არასრულფასოვნად იკვებება, 231 000 ადამიანი კი განიცდის საკვები პროდუქტების უკიდურეს დეფიციტს.
მისივე თქმით, სომალი იმყოფება დამანგრეველი და ყოვლისმომცველი შიმშილობისა და სიკვდილიანობის ზღვარზე, რაც მასობრივი შიმშილობისთვის იდეალურ შტორმდ გადაიქცევა, თუ საერთაშორისო საზოგადოება ზომებს დაუყოვნებლივ არ მიიღებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















