არათუ ივერი მელაშვილს, დარწმუნებული ვარ, ვერ იპოვით ჩემს ისეთ ინტერვიუს, როდესაც მოღალატედ მოვიხსენიებ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს - მამუკა მდინარაძე "ფორმულას"
საქართველო, თბილისი - 16:26 | 08.06.2022 ნანახია: 846
არათუ ივერი მელაშვილს, შეიძლება ვერ ნახოთ და დარწმუნებული ვარ, ვერ იპოვით ჩემს ისეთ ინტერვიუს, როდესაც მოღალატედ მოვიხსენიებ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. „სავარაუდო დამნაშავეს“ ვამბობ და ვიმეორებ, რომ ვიღაცამ ასეთი სპეკულირება ვერ შეძლოს - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ტვ „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს.
მამუკა მდინარაძის თქმით, ვიდეოში კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოყენებული ყველა ეპითეტი „ნაცმოძრაობაზეა“.
„გუშინ ერთმა თქვენმა კოლეგამ დამისვა შეკითხვა და მერე მითხრა, რომ ივერი მელაშვილს თქვენ მოღალატეს უწოდებდითო, ვუთხარი მაჩვენეთ მეთქი. შემდეგ მომწერა ამ არხმა და შევთანხმდით, რომ იქ ასეთი არაფერი იყო ნათქვამი, პირიქით. არ მეგონა ამ პირადი მიმოწერის შემდეგ, რომელსაც რა თქმა უნდა უფრო დეტალებში არ ვასაჯაროებ, ამის შემდეგ თუ კიდევ რაღაცას იკადრებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ჟურნალისტზე არ იყო დამოკიდებული და დღეს გამოუდიათ რაღაც ვიდეო და კონტექსტიდან ამოგლეჯილად ყველა ის ეპითეტი, რაც გამოყენებულია, არის „ნაცმოძრაობაზე“ და როდესაც კონკრეტულად საკითხი დგას მაგალითად, იმ მაშინდელ სავარაუდო დამნაშავეებზე სწორედ ასე ვამბობ და ეს ამოჭრეს.
„სავარაუდო დამნაშავეს“ ვამბობ და ვიმეორებ, რომ ვიღაცამ ასეთი სპეკულირება ვერ შეძლოს. არა, სხვა რას ეძახდა, ერთი წამით, გუშინ ხომ იყო საუბარი იმაზე, მე დავუძახე თუ არა მას მოღალატე. არათუ ივერი მელაშვილს, შეიძლება ვერ ნახოთ და დარწმუნებული ვარ, ვერ იპოვით ჩემს ისეთ ინტერვიუს, როდესაც ასე მოვიხსენიებ რომელიმე კონკრეტულ ადამიანს.
რაც შეეხება „ნაცმოძრაობას“ ბევრი არგუმენტის გამო მათ შორის, გარეჯის არგუმენტის გამოც ხშირად დავუძახებ იგივეს იმიტომ, რომ ეს ჩემი აზრით დღესაც ვიმეორებ იყო ღალატი, ოღონდ ახლა დავაკონკრეტებ იგივე სპეკულირება რომ არ შეძლონ და იგივე ამოჩეხვა-დაჩეხვა და ისევ ხალხის მოტყუება, ახლა დავაკონკრეტებ, რომ მაშინაც და ახლაც ვლაპარაკობდი „ნაცმოძრაობაზე“, რომელმაც რეზოლუციას ხელი მოაწერა, რომელმაც გარეჯის საქმე „უზრუნველყო“, ამას თუ უზრუნველყოფა ჰქვია, რომელმაც შემდეგ იქაც ვამბობ და დღესაც გავიმეორებ, თვითლუსტრაცია თუ ვინმეს მოუნდება მეთქი, ამას ვიმეორებ ისევ, მაშინ ეს იქნება ღალატი და სამშობლოს გაყიდვა თქო და მხარდაჭერით დამნაშავეების.
რაც შეეხება კონკრეტულად გუშინდელ დღეს, ტვ “პირველმა“ რაც არ უნდა დაიცვათ „ფორმულა“, რეალურად ამოჭრეს, მიჩეხეს, მოჩეხეს და კონკრეტული ადამიანის მიმართ ვერსად ნახეს, რომ ასეთ ფრაზას ვიყენებ. პირიქით, სპეციალურად, ახლა მე თქვენ მოგასმენინეთ მომენტი, როდესაც მათ ამოჭრეს ფრაზა, სადაც სპეციალურად ვიმეორებ „სავარაუდო დამნაშავე“ და ბევრი ასეთი მომენტია იქ კიდევ პოლიტიკურად დავარქვათ და მსგავსი ტერმინები, რომელიც ამოჭრეს იმიტომ, რომ ხალხი მოატყუონ. ეს არის საქართველოში მედიის ნაწილის რეალური მდგომარეობა“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















