3+3 ფორმატის შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება - ლავროვი
საქართველო, თბილისი - 12:57 | 09.06.2022 ნანახია: 999
სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობის 3+3 ფორმატის (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - რუსეთი, თურქეთი, ირანი) მეორე შეხვედრა მზადების პროცესშია და უახლოეს მომავალში გაიმართება, - იტყობინება სააგენტო "ტას"-ი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე დაყრდნობით.
მედიის ცნობით, ლავროვმა ამის შესახებ თურქეთში, მევლუთ ჩავუშოღლუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ შევთანხმდით, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა სამხრეთ კავკასიაში, მოგეხსენებათ, თურქეთის ინიციატივით შეიქმნა 3+3 ფორმატი. პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, ქართველმა კოლეგებმა ვერ მიიღეს მონაწილეობა, თუმცა ხაზს ვუსვამთ, რომ მათ ყოველთვის მივესალმებით. უახლოეს მომავალში მზადდება მორიგი შეხვედრა, იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ მისი ჩატარების შესახებ გამოვაცხადოთ", - თქვა ლავროვმა.
3+3 ფორმატის, "სამხრეთ კავკასიაში ექვსი ქვეყნის პლატფორმის" შექმნის ინიციატივთ თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი გასულ წელს გამოვიდა. ეს პლატფორმა გულისხმობს თანამშრომლობას, რომელიც ფოკუსირებულია უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სატრანსპორტო საკითხებზე.
2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში, 3+3 ფორმატის ფარგლებში, რუსეთის, თურქეთის, ირანის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე, პირველი შეხვედრა გაიმართა.
ამ შეხვედრას საქართველო არ ესწრებოდა, თუმცა დროშა მაინც იყო წარმოდგენილი. შეხვედრაზე ქართული დროშის წარმოდგენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიუღებელი უწოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველო არ განიხილავს ოკუპანტ რუსეთის ფედერაციასთან ერთად 3+3 ფორმატში მონაწილეობას.
2022 წლის იანვარში სერგეი ლავროვმა საქართველოს 3+3-ის ფორმატში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ლავროვის თქმით, ამ ფორმატში მონაწილეობა "საქართველოს არ დაავალდებულებს, შეცვალოს თავისი პოლიტიკური პოზიციები".
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















